in ,

კატებმა ლონდონის მეტრო დაიპყრეს – #CatsNotAds აქცია

კატები სარეკლამო ინდუსტრიაში? დიახ, იმის გათვალისწინებით, რომ კატები მეგობრულები არიან და ადამიანის ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობაზე დადებითად მოქმედებენ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს გაამართლებს.

12 სექტემბერს ლონდონში კლაპჰემის სადგური მოქალაქეებს კატების პოსტერებით აჭრელებული დახვდათ. შესასვლელი ბარიერებიდან დაწყებული, ბილეთებითა და კედლებით დამთვრებული, ყველა მხრიდან კატების მზერას შეხვდებით. პოსტერები 3 კვირის მანძილზე იქნება ლონდონის მეტროში.

U.K. animal rescue center Battersea-მ თანამშრომლობა დაიწყო CATS-თან (რომლის აბრივიატურაც  ასე იშიფრება – The Citizens Advertising Takeover Service). ამ თანამშრომლობის შედეგი მშვენიერი აქციაა #CatsNotAds, რომელიც განსაკუთრებით კატების მოყვარულებს გაახარებს. აქციის მთავარი მიზანია, ხალხმა სიმშვიდეში იგრძნოს თავი. გაუთავებელი რეკლამები კი პირიქით, ძაბავს ადამიანის გონებას.  დადებით გარემოში საზოგადოება თავის ფასეულობებს გამოავლენს და ვინ იცის, იქნებ ბევრისთვის ცხოველებზე ზრუნვა ნორმაც გახდეს.

 

როგორ გადააიქცია ორმა ახალგაზრდამ მტკვარი საგამოფენო სივრცედ – ურბანული არტ პროექტი

როგორი იქნებოდა რობოტი სარეკლამო სფეროში? – Sonobi–ს სარკასტული კამპანია