in

20 იანვარს, GEM Fest-ის ინიციატივით, თბილისი მუსიკალურ პროექტ CATZ’N DOGZ-ს უმასპინძლებს

20 იანვარს GEM Fest წარმოგიდგენთ პოლონურ მუსიკალურ პროექტს CATZ ‘N DOGZ, რომელიც თავისი საფირმო DJ სეტით წარსდგება მსმენელის წინაშე. ღონისძიება კლუბ Elektrowerk-ში გაიმართება და CATZ ‘N DOGZ-ის გარდა, დაუკრავენ ქართველი არტისტები Vako K და გიო შენგელია. აღსანიშნავია, რომ GEM Fest-მა საზაფხულო თარიღები უკვე დაასახელა და ლაინაფის 15%-იც უკვე ცნობილია. GEM Fest 2017 14 ივლისიდან-14 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება და ფესტივალის ფარგლებში სხვადასხვა ჟანრის 500-მდე მუსიკოსი დაუკრავს.

2003 წლიდან მოყოლებული, პოლონელმა პროდუსერებმა და ლეიბლ Pets Recordings-ის დამფუძნებლებმა, რომლებსაც CATZ ‘N DOGZ ის სახელით ვიცნობთ, საკმაოდ წარმატებული გზა გაიარეს მუსიკალურ სამყაროში. დუომ, რომელიც მუდმივად ლავირებს ანდერგრაუნდსა და მეინსტრიმის საზღვრებს შორის, მალევე მიიქცია მსმენელისა და მსოფლიო პრესის ყურადღება.

ჯერ კიდევ 2013 წელს, მათი კომპოზიცია “They Frontin” WMC Awards ზე წლის საუკეთესო ტრეკის ნომინაციაში იყო წარდგენილი. დუოს შარშანდელი ალბომი, სახელწოდებით Basic Colour Theory, პოპულარულმა გამოცემა DJ Mag-მა წლის 10 საუკეთესო ალბომისჩამონათვალში შეიყვანა, Resident Advisor-ის მკითხველმა კი პოლონელი არტისტები Top 100 დიჯეის სიაშიმოახვედრა.

CATZ ‘N DOGZ გამოირჩევა მსუბუქი, მელოდიური და დინამიური საუნდით, რომელმაც წლების მანძილზე მათთავიანთი ნიშა დაუმკვიდრა. დუოს მოსმენა შესაძლებელია მსოფლიოს წამყვან კლუბებსა და ფესტივალებზე, მათ შორისაა დეტროიტის Movement Festival, Exit Festival, Electric Daisy Carnival და სხვა. ჯემ ფესტის მსმენელისთვის CATZ ‘N DOGZ თბილისში 20 იანვარს დაუკრავს. CATZ ‘N DOGZ  ჩატარდება საბჭოთა დროინდელი ქარხნის შენობაში. ეს არის ახალი სახელოვნებო სივრცე, სახელად Elektrowerk.

Elektrowerk ასოციაციურად 90-იანი წლების ბერლინის ცნობილი ტექნო-კლუბისა და კულტურული ცენტრის E-Werk-ისკენ გვიბიძგებს. თუმცა იგი თავად შენობის წარსულიდანაც მოდის. თავის დროზე ქარხანას საქართველოს ელექტრო მანქანა ერქვა და მასში ელექტრო ძრავებს ამზადებდნენ. ვენიუს სულისჩამდგმელთა თქმით, Elektrowerk-ის შექმნის პირველი იმპულსი მათ სწორედ პირქუშმა, ინდუსტრიული ელფერის მქონე შენობამ მისცათ. Elektrowerk-ს ქალაქის კლუბებს შორის, ერთ-ერთი საუკეთესო საუნდი გააჩნია.

ქართველ ახალგაზრდებს IT ჩემპიონატ Golden Byte-ში მონაწილეობის მიღება შეეძლებათ

პატარა ბენის სათვალე – ემოციური ისტორია Pearle Vision–სგან