„კავკასიის ავტოიმპორტმა”, რომელიც უმსხვილესი ამერიკული ავტო აუქციონის – Copart-ის ოფიციალური წარმომადგენელი და ბროკერია, რიგით მე-6 Copart Lounge გახსნა საქართველოში, კერძოდ, თბილისში, ნუცუბიძის #95-ში.
როგორც მოგეხსენებათ, კავკასიის ავტოიმპორტი ის კომპანიაა, რომელიც კერძო პირებსა და დილერებს აშშ-დან მანქანების ჩამოყვანის შესაძლებლობას აძლევს. წლების განმავლობაში ის მომხმარებელს მოქნილ და საიმედო სერვისს სთავაზობდა, აძლევდა წვდომას ამერიკის საავტომობილო ბაზარზე და ისეთ ბიუჯეტურ სექტორებზეც უხსნიდა გზას, რომლებზეც ადგილობრივ მყიდველებსაც კი უჭირდათ მოხვედრა.
ახალი პროექტიც, რომელიც კომპანიამ თვით უმსხვილეს ავტოაუქციონთან, კოპარტთან თანამშრომლობით წამოიწყო, მომხმარებელს უფრო მეტ შესაძლებლობას აძლევს. ეს არის სივრცე, სადაც აშშ-ში ავტომობილის მოძიება, შერჩევა, შესყიდვა და იქიდან ტრანსპორტირება კიდევ უფრო მარტივი და კომფორტული იქნება.
19-წლიანი გამოცდილების მქონე კავკასიის ავტოიმპორტი კარგად იცნობს მომხმარებლის სურვილებს და ცდილობს, სიახლეებიც მათ მოთხოვნებს მოარგოს.
[R]