სულ რამდენიმე დღის წინ, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ,,კავკასიის ავტოიმპორტის” ორგანიზებით, რუსთავის ცენტრალურ პარკში გამწვანების აქცია გაიმართა.
,,იქედან გამომდინარე, რომ რუსთავში არის გამწვანების დიდი პრობლემა და ქალაქის სხვადასხვა მონაკვეთში ასევე პრობლემატურია ხეების გაზრდა-გახარების პროცესი, გადავწყვიტეთ ჩვენი აქცია მოგვეწყო ქალაქის ცენტრალურ პარკში, იქ სადაც ყველაზე პრიორიტეტულია ახალი ნერგების დარგვა.
ქალაქის ცენტრალური პარკის ტერიტორია, არის ერთადერთი სარეკრეაციო ზონა, სადაც რუსთავის მაცხოვრებლებს აქვთ საშუალება ივარჯიშონ, განიტვირთონ და სასიამოვნოდ გაატარონ დრო ოჯახთან ერთად. აღნიშნულ ტერიტორიაზე, ზრდასრული ხეების უმეტესობა, არის დაავადებული და იგეგმება მათი ეტაპობრივად ჩანაცვლება ახალი ნერგებით ”- აცხადებენ კომპანიაში.
პროექტ – ,,ეკო რუსთავის” და “რუსთავსერვის ცენტრის” დახმარებით, რუსთავის ცენტრალურ პარკში შეირჩა სამი ზონა, სადაც კავკასიის ავტოიმპორტის მიერ შეძენილი 215 ნერგი დაირგო.
ყველა ნერგი, არის 5-6 წლის , (1.5 მეტრიდან – 3 მეტრამდე) რათა მარტივად მოხდეს მათი გახარება და შედეგიც უახლოეს პერიოდში მივიღოთ. აღნიშნულ ტერიტორიაზე დაყენდება საინფორმაციო დაფები, სადაც მიეთითება დარგვის დრო, ნერგების სახეობა და კომპანია, რომელმაც დააორგანიზა და უზრუნველყო აღნიშნული პროექტი.
[R]