in

კავკასიის ავტოიმპორტმა, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, გამწვანების მორიგი აქცია გამართა

2 ოქტომბერს კავკასიის ავტოიმპორტმა, თბილისის საკრებულოს გლდანის რაიონის მაჟორიტართან, კონსტანტინე ზარნაძესთან ერთად, გლდანის მე 8 მ/რ-ის სკვერში გამწვანების  მორიგი აქცია გამართა. აქციაზე დიდფოთოლა ცაცხვის, მინდვრის ნეკერჩხლისა და უნაყოფო თუთის მოზრდილი ხეები დაირგო, რომლებიც გარემოსთან მარტივად ადაპტირებადია.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს კავკასიის ავტოიმპორტის თანამშრომლებმა, თბილისის საკრებულოს წარმომადგენლებმა და ადგილობრივმა მცხოვრებლებმა.

კავკასიის ავტოიმპორტი გამოირჩევა მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით, ხოლო გამწვანების აქცია ერთ-ერთია, რომელსაც კავკასიის ავტოიმპორტი პერიოდულად სხვადასხვა ლოკაციაზე მართავს.

როგორც კომპანიაში ამბობენ, მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეკოსისტემაზე ზრუნვა და მის განვითარებაში წვლილის შეტანა.

[R]

რა არის პროგრამული რეკლამა?

Google-ის ახალი AI ტექნოლოგია ტექსტს 3D გამოსახულებებად აქცევს