in

როგორ განახლდა კაუკასუს აუტოს ვიზუალური იდენტობა

დღესდღეობით, Caucasus Auto 8 ქვეყანაში არის წარმოდგენილი და მსოფლიოში ავტოიმპორტის ერთ-ერთი უმსხვილესი მოთამაშეა. ციფრული სამყაროს სწრაფი განვითარების, მომხმარებელთა მოთხოვნების ცვლილებისა და კომპანიის საერთაშორისო მასშტაბების ზრდის ფონზე, გუნდმა რებრენდინგზე დაიწყო მუშაობა.

BOG
BOG

ახალი ვიზუალური იდენტობა მოძრაობისა და პროგრესის კონცეფციას ეფუძნება, რაც  ასახავს კომპანიის მუდმივ სწრაფვას განვითარებისკენ. ბაზრის საფუძვლიან კვლევაზე დაყრდნობით, Caucasus Auto-მ შეინარჩუნა თავისი 20-წლიანი მემკვიდრეობის არსი, მაგრამ ამავდროულად შექმნა თანამედროვე, მოქნილი და ენერგიით სავსე ბრენდი, რომელიც კომპანიის გამოცდილებას, მიღწევებსა და მომავლის ხედვას აერთიანებს. Caucasus Auto-ს გუნდი გეგმავს კიდევ უფრო გააფართოოს არეალი, განავითაროს ახალი პროდუქტები და თავისი პოზიციები საერთაშორისო ბაზარზე კიდევ უფრო გაამყაროს. დეტალებზე Caucasus Auto-ს მარკეტინგისა და ბრენდის გამოცდილების ხელმძღვანელი სალი დადიანი და ვიზუალური იდენტობის ავტორი დავით ჩანადირი გვესაუბრნენ.

M: მოგვიყევით Caucasus Auto-ს ისტორიის შესახებ და რა გზა გაიარა კომპანიამ დღემდე?

სალი დადიანი: გეგმები დიდია და რა თქმა უნდა, ბევრი გამოწვევით სავსე, თუმცა სირთულეებს თავისი ხიბლი აქვს და დიდ მოტივაციას გვაძლევს რომ ყოველდღიურად განვვითარდეთ. დიდი და ამბიციური მიზნები გვაქვს. გვსურს კიდევ რამდენიმე ქვეყანაში გავხსნათ კომპანიის წარმომადგენლობები და კიდევ უფრო გავაფართოვოთ ჩვენი გეოგრაფია. ყოველდღიურად ვმუშაობთ ახალი პროდუქტების შექმნასა და დანერგვაზე, რათა მომხმარებლებს, რომლებიც უკვე წლების განმავლობაში გვენდობიან, საუკეთესო გამოცდილება შევთავაზოთ.

M: რა იყო ძირითადი მიზეზი, რამაც კაუკასუს აუტოს რებრენდინგის აუცილებლობა განაპირობა?

სალი დადიანი: Caucasus Auto-ს ვიზუალური იდენტობა 20 წლის განმავლობაში უცვლელი იყო. ამ დროის განმავლობაში, ბევრი რამ შეიცვალა: კომპანია გაიზარდა, შეიქმნა ახალი პროდუქტები, დაინერგა საერთაშორისო სტანდარტები, მომხმარებლის მოთხოვნები და გემოვნება გარდაიქმნა, ხოლო ციფრულმა სამყარომ და ტექნოლოგიების განვითარებამ ცვლილებების ტემპი კიდევ უფრო დააჩქარა.

ასეთ პირობებში, კომპანიისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოუსმინოს მომხმარებლებს, დაინახოს ტენდენციები და გადაწყვეტილებები კვლევებზე დაყრდნობით მიიღოს და არა მხოლოდ პირად ინტუიციაზე. სწორედ ამიტომ, 2024 წლის ოქტომბერში რებრენდინგზე აქტიური მუშაობა დავიწყეთ.

ასევე უმნიშვნელოვანესი ფაზა გავიარეთ ფონტის მიმართულებით და შევქმენით სპეციალურად კაუკასუს აუტოს ფონტი, რომელზეც იმუშავა Ten Waffle Studio-მ, ალექსანდრე სუკიასოვმა და სერგო ტიტენკოვმა.

M: რა იყო თქვენი მთავარი ამოცანა, როდესაც ახალი ბრენდის შექმნაზე მუშაობა დაიწყეთ?

სალი დადიანი: ჩვენი მთავარი მოტივაცია იყო, ფართო აუდიტორიისთვის მკაფიოდ გვეთქვა: Caucasus Auto გლობალური მასშტაბით ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშეა თავის ინდუსტრიაში. ამ გზის ბუნებრივი ეტაპი გახდა ვიზუალური იდენტობის განახლება იმისთვის, რომ ბრენდის ღირებულებები ასახულიყო მის ვიზუალში და მისი თანამედროვე ხასიათი გადმოგვეცა.

M: როგორ წარიმართა რებრენდინგზე მუშაობის პროცესი?

სალი დადიანი: პროექტზე მუშაობა ძალიან საინტერესო, მაგრამ ამავდროულად ხანგრძლივი და რთული პროცესიც იყო. ბევრი იტერაცია, შეხვედრა დაგვჭირდა, რომ საბოლოო სურათამდე მივსულიყავით. ჩავატარეთ ბაზრის კვლევა, საიდანაც წამოვიღეთ მომხმარებლის საჭიროებები, ინსაითები და ბრენდის სრული სტრატეგია და იდენტობა კვლევაზე დავაფუძნეთ.

M: სახელის ცვლილება რას უკავშირდება?

სალი დადიანი: ცვლილება შეეხო სახელდებასაც. Caucasus Auto Import გარდაიქმნა Caucasus Auto-დ, რაც სახელის უფრო მოკლე, მოქნილი და თანამედროვე ფორმაა. რებრენდინგი ჩვენთვის მხოლოდ ახალი ლოგო არ არის. ეს არის ნაბიჯი, რომელიც აერთიანებს ჩვენს გამოცდილებას, მიღწევებსა და ამბიციებს გავაგრძელოთ განვითარება და რეგიონში ლიდერის პოზიცია კიდევ უფრო გავამყაროთ.

M: რა იყო თქვენი შთაგონების წყარო ვიზუალური იდენტობის შექმნისას?

დავით ჩანადირი: ყველაფერი ერთი ზარით დაიწყო. Caucasus Auto-ს გუნდთან სხვადასხვა პროექტსა და ბრენდზე უკვე მქონდა თანამშრომლობის დიდი გამოცდილება, ამიტომ თავიდანვე ვიცოდი, რომ ეს არ იქნებოდა მარტივი დავალება.

M: რა ფილოსოფია უდევს საფუძვლად ახალ ფერებსა და ტიპოგრაფიას, ასევე, რა ელემენტები შენარჩუნდა ძველი იდენტობიდან?

დავით ჩანადირი: ბრიფის გახსნისთანავე გამიჩნდა განცდა, რომ მიზანი იყო ისეთი ვიზუალური იდენტობის შექმნა, რომელიც ერთდროულად შეინარჩუნებდა მემკვიდრეობას და ამავე დროს ახალ ისტორიას დაწერდა ბრენდისთვის. შთაგონება მოძრაობაში ვიპოვე – მუდმივად წინსვლაში, განახლებასა და მოუსვენრობაში. ეს მოძრაობა იქცა მთავარ მეტაფორად, რომელიც ვიზუალში გამოიხატა როგორც დინამიკა, პროგრესი და ბრენდის შინაგანი ენერგია.

M: რა იყო რებრენდინგის პროცესში თქვენთვის ყველაზე საინტერესო გამოცდილება?

სალი დადიანი: რებრენდინგის პროცესი ძალიან საინტერესო და შრომატევადი იყო. აზრები ხშირად იყოფოდა, ბევრი კომენტარი და დეტალური განხილვა დაგვჭირდა, სანამ საბოლოო გადაწყვეტილებამდე მივიდოდით. შედეგი კი ზუსტად ის მივიღეთ, რაც ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი გახდა და რასაც სიამოვნებით ვუზიარებთ ყველას. მიუხედავად ბევრი ვარიანტისა, საბოლოოდ ის ვერსია ავირჩიეთ, რომელიც ყველაზე ორგანულად გადმოსცემდა ჩვენს ხასიათსა და ღირებულებებს.

M: როგორ ხედავთ ბრენდის მომავალს და რა გეგმები გაქვთ განვითარების შემდეგ ეტაპზე?

სალი დადიანი: ეს ცვლილება მხოლოდ ესთეტური განახლება არ არის. ვიზუალურად გვინდოდა გვეჩვენებინა, რომ ჩვენი ბრენდი მზად არის წინ წავიდეს და მომხმარებლებს შესთავაზოს თანამედროვე, გამჭვირვალე და სანდო გამოცდილება. Caucasus Auto გლობალური მასშტაბით ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშეა თავის ინდუსტრიაში.

ამ გზის ბუნებრივი ეტაპი გახდა ვიზუალური იდენტობის განახლება იმისთვის, რომ ბრენდის ღირებულებები ასახულიყო მის ვიზუალში და მისი თანამედროვე ხასიათი გადმოგვეცა. გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენი მთავარი მიმართულება უცვლელია – საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილების შექმნა და მეტი პერსონიფიკაცია, რომელიც დაშენებულია ბრენდის მთავარ ღირბეულებებზე. მომავალ გეგმებს კი სიურპრიზად დავტოვებ, რადგან წინ კიდევ დიდი სიახლეები ელოდება ჩვენს აუდიტორიას.

M: რა სიტყვებთან გსურთ, რომ ასოცირდებოდეს Caucasus Auto?

სალი დადიანი: პროგრესი და სანდოობა.

[R]

არქიმ, #1 დამსაქმებელმა, HR ბრენდინგისა და სოციალური პასუხისმგებლობის ახალი სტრატეგია წარადგინა

„მთავარია, გჯეროდეს, რომ რაც იცი, ყველაფერი არაა“ – ლადო მალაზონია