11
Mar
2019

“Caucasus Build 2019“ – მშენებლობისა და ინტერიერის საერთაშორისო გამოფენა, თბილისში

11 Mar 2019

11-14 აპრილს, ინტერიერის საერთაშორისო გამოფენა “Caucasus Build 2019” გაიმართება. ღონისძიება გამოფენების ცენტრ „ექსპოჯორჯიას“ მე-4, მე-5, მე-6, მე-11 პავილიონებსა და გარე სივრცეში, 10:30-დან 18:00 საათამდე ჩატარდება.

„სამშენებლო აღჭურვილობა და ტექნიკა, სარემონტო მასალები, არქიტექტურული თუ საინჟინრო მომსახურება, ინტერიერის დიზაინი და ა.შ – მშენებლობისა და ინტერიერის 24-ე საერთაშორისო გამოფენაზე მისულ დამთვალიერებელს დახვდება ყველაფერი მშენებლობისა და რემონტისთვის“

გამოფენაში, ყოველწლიურად, 15 ქვეყნიდან 200-მდე კომპანია მონაწილეობს. პროექტის მენეჯერის თქმით, Caucasus Build არის ადგილი, სადაც, დამთვალიერებელს, რემონტისა და მშენებლობისთვის, ყველაზე მრავალფეროვანი არჩევანი დახვდება.

„ყველამ იცის, რა რთულია სარემონტო სამუშაოების დაგეგმვა, მასალების შედარება და შერჩევა – ერთი მაღაზიიდან მეორე მაღაზიაში გადასვლა, ქალაქის ერთი ბოლოდან მეორეში სიარული. ამას ძალიან დიდი დრო სჭირდება. ამიტომ, Caucasus Build არის უნიკალური შესაძლებლობა, ადამიანებმა მარტივად, ერთ სივრცეში შეარჩიონ მათთვის სასურველი მასალები“, – ამბობს პროექტის მენეჯერი ელენე დათუსანი.

გამოფენაში მონაწილეობენ უცხოური კომპანიებიც, რომლებსაც არ აქვთ წარმომადგენლობა საქართველოში და ღონისძიების ფარგლებში, წარადგენენ საქართველოს ბაზრისთვის ახალ და ინოვაციურ პროდუქციასა და მასალებს.

„შესაბამისად, Caucasus Build-ის ფარგლებში შეხვდებით თქვენთვის უკვე კარგად ნაცნობ, წამყვან, ქართულ ბრენდებს. ასევე, გაიცნობთ ახალ უცხოურ კომპანიებს.  და ეს ყველაფერი ერთ სივრცეში იქნება წარმოდგენილი“, – აცხადებს ელენე დათუსანი.

როგორ ორგანიზატორები ამბობენ, გამოფენით, ყოველწლიურად, დეველოპერული კომპანიებიც ინტერესდებიან და ღონისძიების ფარგლებში, იწყებენ თანამშრომლობას სხვადასხვა კომპანიასთან. მათივე თქმით, წელსაც აპირებენ B2B შეხვედრების ორგანიზებას მონაწილეებსა და დაინტერესებულ ბიზნეს დამთვალიერებლებს შორის.

„მშენებლობისა და ინტერიერის გამოფენა არის ადგილი, სადაც დარგის სპეციალისტები, მთელი მსოფლიოდან, ხვდებიან ერთმანეთს, ამყარებენ ბიზნეს კონტაქტებს, ცვლიან ინფორმაციას და უზიარებენ ერთმანეთს ინოვაციებს სამშენებლო სფეროში, ხშირ შემთხვევაში, კი ახალი პროდუქციის პრეზენტაციასაც აწყობენ. ახლად ჩამოყალიბებული კომპანიებისათვის კი, ეს არის შესაძლებლობა იპოვონ თავიანთი ადგილი ბაზარზე და შექმნან საწყისი პოზიცია ბიზნესის გასავითარებლად“.

[R]

განხილვა