6
ნოე
2014

ყველაფერი რაც კარგად გახსოვს და ყველაფერი რაც ჯერ არ გინახავს! – განახლებული ტელევიზია

6 ნოე 2014

“ყველაფერი რაც კარგად გახსოვს და ყველაფერი რაც ჯერ არ გინახავს”- ეს კავკასუს ონლაინის ახალი ვიდეორგოლის მთავარი მესიჯია, რომელიც დიდი მარკეტინგული კამპანიის გაგრძელებაა. რგოლში გამოყენებულია ყველა დროის ცნობილი კინო, დოკუმენტური, ანიმაციური კადრები, ასევე სხვადასხვა პერიოდის ძალიან ცნობილი მოვლენების ამსახველი ვიდეო მასალა და ეს ყველაფერი თბილისის ქუჩებში ცოცხლდება. ნახეთ ვიდეო ექსკლუზიურად მარკეტერზე.

sulkhan lacabidze

BOG xelfasi

სულხან ლაცაბიძე – კავკასუს ონლაინის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი

რგოლზე სარეკლამო სააგენტო Windfor’s-მა იმუშავა, მთავარი იდეა არის ის, რომ ახალი ტელევიზია არის ყველასთვის, ყველა თაობის და ყველა ინტერესის ადამიანისთვის და ის ყველა სახლში უნდა იყოს. რგოლის მეშვეობით გვინდა ვაჩვენოთ განახლებული ტელევიზიის სიმარტივე და ხელმისაწვდომობა. ახალი კავკასუს TV ტექნოლოგიურად უფრო დახვეწილი პროდუქტია, მომხმარებელზე მორგებული ფუნქციონალით და ვიზუალით, უფრო სწრაფი, მოქნილი და ინტერაქტიულია, მოიცავს საინტერესო და  მრავალფეროვან არხებს.

 

განხილვა