in

Cavavin — ღვინის კონცეპტუალური მაღაზია და ბარი 

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, 58 ნომერში კავავინის პირველი მაღაზია და ბარი გაიხსნა.  

Cavavin მეტია, ვიდრე უბრალოდ მაღაზია ან ბარი; ეს არის ღვინის მოყვარულთა შეხვედრის ადგილი; სივრცე, სადაც ხდება ისტორიების გაზიარება და მოგონებების შექმნა. არ აქვს მნიშვნელობა, ეძებთ სრულყოფილ ბოთლს განსაკუთრებული შემთხვევისთვის თუ გსურთ, დატკბეთ რამდენიმე ყლუპი განსაკუთრებული ღვინით საყვარელ ადამიანებთან ერთად — Cavavin მოგესალმებათ!

„კეთილი იყოს თქვენი მობრძანება Cavavin-ში. ჩვენი ისტორია იწყება ღვინის სიყვარულით, სადაც თითოეულ ბოთლს განსხვავებული ისტორია და ხასიათი აქვს. Cavavin — ეს არ არის მხოლოდ ალკოჰოლის მაღაზია. ეს არის ადგილი მათთვის, ვინც აფასებს ალკოჰოლის მაღალ სტანდარტს; მაღაზია და ბარი, რომელიც გამოგზაურებთ მსოფლიო ღვინის სამყაროში, რათა აღმოაჩინოთ ახალი გემოები და დატკბეთ საინტერესო ისტორიებით მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან.

ჩვენს თაროებზე განლაგებულია საგულდაგულოდ შერჩეული ალკოჰოლური სასმლის კოლექციები, ღვინის რელიზები მსოფლიოში ცნობილი შატოებიდან და ვენახებიდან. როგორი ღვინო გსურთ? საფრანგეთიდან, იტალიიდან, ესპანეთიდან, გერმანიიდან, პორტუგალიიდან ან იქნებ სამხრეთ აფრიკიდან და არგენტინიდან? 

აქ არ აქვს მნიშვნელობა, ღვინის ექსპერტი ხართ თუ დამწყები მოყვარული, ჩვენი გამოცდილი სომელიეები გაგიწევენ მეგზურობას, რათა იპოვოთ თქვენს პრეფერენციებზე მორგებული, პერსონალიზებული გემო. 

კავავინი საზოგადოების თავშეყრის ადგილიცაა. აქ ვუმასპინძლებთ რეგულარულ დეგუსტაციებს, ღონისძიებებსა და სემინარებს, მოვიწვევთ ჩვენს მომხმარებლებს, რათა გაიღრმაონ თავიანთი ცოდნა და გამოცდილება ღვინის ინდუსტრიის მიმართულებით“.

ერთი მხრივ, მნიშვნელოვანია, რომ ქართველ მომხმარებელს ჰქონდეს საშუალება, გაიცნოს ახალი პროდუქტი. მეორე მხრივ კი, კომპანიას ეკისრება უდიდესი პასუხისმგებლობა, გამოიწვიოს ქართული მეღვინეობები, იზრუნოს მათი ხარისხის გაუმჯობესებაზე. დააინტერესოს მსოფლიო ქართული ღვინით. იზრუნოს ახალგაზრდების განვითარებაზე ღვინის წარმოების მიმართულებით, ხელი შეუწყოს ქართული კულტურისა და ხელოვნების განვითარებას. 

პროფესიონალი სომელიეებისგან დაკომპლექტებული გუნდური მუშაობით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ქართული, ქვევრის ღვინის კავავინისთვის შერჩევის პროცესი. სულ მალე კი აქ მისულ სტუმრებს თაროებზე ქართული ღვინის განსაკუთრებულად შერჩეული კოლექციაც დახვდებათ.

ბრენდის გეგმები კიდევ უფრო მზარდია. თბილისის შემდეგ, კომპანია ალკორიუსი „კავავინის“ ბათუმის ფილიალს გახსნის. მზიან ზღვისპირეთში თუ განსაკუთრებულად გემრიელი ერთი ჭიქა ღვინო მოგინდათ, კავავინი დაგელოდებათ. 

[R]

Silk Catering-ის პროფესიონალი გუნდი და მრავალფეროვანი გამოცდილება

თავგადასავალი, რომელიც პირველი ფრენით იწყება