in

მხატვრების პასუხი ომს უკრაინაში! — თანამედროვე ხელოვნების ცენტრის ღონისძიება


კვირას, 6 მარტს, თანამედროვე ხელოვნების ცენტრი საქველმოქმედო ღონისძიებას მართავს, რომელიც თანამედროვე ხელოვანების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვას მოიცავს. მასში 70-მდე მხატვარი მიიღებს მონაწილეობას. ასევე, ღონისძიებაზე გაიმართება პერფორმანსი, რომლის ფარგლებშიც ხელოვანები სხვადასხვა ფორმით გამოხატავენ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებულ დამოკიდებულებას.

ღონისძიებაზე ამა თუ იმ ნივთის გაყიდვებიდან და ბარიდან შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება უკრაინელი ხალხის დასახმარებლად. თანაც, მსურველებს შეუძლიათ, უკრაინაში გასაგზავნი პირველადი საჭიროების ნივთები მოიტანონ — ისინი შეიფუთება და შესაბამის ორგანიზაციებს გადაეცემა, რომლებიც ტრანსპორტირებაზე იზრუნებს.

როგორც ორგანიზატორები ღონისძიების აღწერაში წერენ, მათი მთავარი პოზიცია უკრაინაში ომის შეჩერებაა. “დღეს მთელი მსოფლიო უყურებს უკრაინაში განხორციელებულ კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულს. იქ მომხდარი ტრაგედიის დასაბუთება შეუძლებელია და მის წყაროს რუსეთი და მისი პრეზიდენტის აგრესიული პოლიტიკა წარმოადგენს. თუკი ისტორია დროის მანქანად შეიძლება გარდაიქმნას, ნათელი უნდა იყოს, რომ რუსეთის ფაქტობრივმა მთავრობამ უკრაინა და მთელი პლანეტა ყველაზე ბნელ დროში მოაქცია. ვიმედოვნებთ, რომ ერთი ავადმყოფი ადამიანის გადაწყვეტილებებისა და ამ სამყაროში ცხოვრების ძალების არაპროპორციულობა ძალიან მალე შეასრულებს თავის როლს და ჩვენ ახალ, უფრო მშვიდობიან, დემოკრატიულ და ჯანსაღ სამყაროში გავიღვიძებთ. ერთად გამოვუცხადოთ მხარდაჭერა უკრაინის სახელმწიფოს, მის მოქალაქეებს და ყველას ვინც დღეს მშვიდობისთვის ხმას იღებს”. 

მონაწილე ხელოვანები:

ელენე გაბრიჩიძე, გიორგი გელაძე, მიშა გოგრიჭიანი, მაკა კილაძე, სოფო კობიძე, ბაქარ მიგრიაული, სანდრო სულაბერიძე, ზურა ცოფურაშვილი, ვატო წერეთელი, მამუკა ჯაფარიძე, ნინო ზირაქაშვილი, დავით კუხალაშვილი, თამარ ხმიადაშვილი, ზურა აფხაზი, მარიამ აქუბარდია, იოანა წულაია, ნუცა ესებუა, ნიკოლოზ ჰუმანოიდი, ირინე ჯიბუტი, გიორგი მოზგოვოი, გიორგი ვარდიაშვილი, მიშიკო სულაკაური, კოტე ჯინჭარაძე, ნინა კინწურაშვილი, თამარ გურგენიძე, ანდრო ერაძე, ნინუკა საკანდელიძე, თეზი გაბუნია, ალექსი სოსელია, გიორგი დადიანი, მაია აბაშიძე, ნინუცა შატბერაშვილი, გალაქტიონ ერისთავი, ნატო ბაგრატიონი, კოკა ვაშაკიძე, ანასტასია ახვლედიანი, ანნა ჯიბლაძე, გიორგი კარტოზია,ანა ჩადუნელი, გვანცა ჯიშკარიანი, სანდრო ფაჩუაშვილი, ნატა ვარაზი, კოტე სულაბერიძე, ნინო ჭილაშვილი, ნინო ჩუბინიშვილი, ვახო ბუღაძე,ირა დენისიუკ, ნინო სეხნიაშვილი, ვაჟიკო ჩაჩხიანი, ნესტან აბდუშელიშვილი.


რა არის თქვენი მიზნის მიზანი?

Rolls Royce – სიმდიდრე, რომელიც გემსახურება