in

„კომპანია“ VS „სააგენტო“ – ანუ რებრენდინგი, რომელიც კონსერვატიულ მიდგომებს ცვლის

სააგენტო „ლაივმა“ იურიდიული კომპანია “CC Legal and Advisory-ს“ რებრენდინგზე იმუშავა და შედეგად, „იურიდიული კომპანია“ -ინდუსტრიისათვის სრულიად ახალი სიტყვით, „იურიდიული სააგენტოთი“ ჩანაცვლდა“. ასევე, განახლდა სახელიც, შეიქმნა პლატფორმა და დღეს, ბრენდი CCLA – იურიდიული საკონსულტაციო სააგენტოს სახელით აგრძელებს ბაზარზე საქმიანობას.

BOG
BOG

გრაფიკული დიზაინერის – ნიკა კუმბარის დახმარებით კი, შემოქმედებითი სააგენტოსთვის შესაფერისი სტილი შეიქმნა, რომელსაც ახალი სასიცოცხლო ენერგია უნდა მიეცა CCLA-სთვის.

შოთა ჩინჩალაძე, Live-ის უფროსი ბრენდ კონსულტანტი: „პროექტი ჩვენთვის ჩვეული პროცესით, გუნდის წევრებთან ჩაღრმავებული ინტერვიუებით დავიწყეთ. CC Legal & Advisory ბაზარზე, დაახლოებით, ერთი წლის გამოჩენილი იყო და როგორც ეს ხშირად ხდება ხოლმე სტარტაპების შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ საქმეს ჩინებულად აკეთებდნენ, ბრენდს აკლდა ჩამოყალიბებული კონცეფცია, გაცხადებული იდეა, რომლის გარშემოც ცხოვრებას გააგრძელებდა და კომუნიკაციას გააძლიერებდა“.
„პროექტის სირთულეც ამაში იყო, აღმოჩნდა, რომ კონკრეტული ბრენდის გარდა, მთლიანად ინდუსტრიის გათანამედროვებაზეც უნდა გვეფიქრა, უნდა შეგვექმნა უძველესი ინდუსტრიის ახალი მოთამაშის ბრენდი, რომელსაც ჰქონდა ამბიცია, შეეცვალა იურიდიული საკონსულტაციო მომსახურების კონსერვატიული მიდგომები“. „ინტერვიუების დროს ნათლად გამოჩნდა, რომ ამ ადამიანებში იყო რაღაც განსაკუთრებული, რასაც ერთი შეხედვით, არ მოველოდით მკაფიოდ კონსერვატორული სფეროს წარმომადგენლებისგან – ეს იყო შედეგზე ორიენტირებული, განსაკუთრებული შემოქმედებითი მიდგომა, ახალი გზების ძიება იურიდიული კომპანიის მართვასა და კლიენტების პრობლემების გადაჭრაში“.
„საბოლოოდ, ბრენდის იდეაც ასე ჩამოყალიბდა „შედეგზე მომართული შემოქმედებითობა“ და დაიწყო ამ იდეის გაშლა ბრენდის კომუნიკაციის სხვადასხვა ელემენტში. ამ მხრივ, არც ბრენდის კატეგორია, მისი აღწერა იყო გამონაკლისი. ამ სფეროში, კომპანიების უმეტესობა საკუთარ თავს იურიდიულ საკონსულტაციო კომპანიად აღწერს. განსხვავებულობა ბრენდის კომუნიკაციის ამ ნაწილშიც აუცილებელი იყო და ვინაიდან შემოქმედებით საკონსულტაციო კომპანიებს, ძირითადად, „სააგენტოების“ სახელით ვიცნობთ, მივხვდით, რომ ამ ერთი მარტივი ცვლილებით შეგვეძლო, CCLA-ს განსხვავებული იდეის კომუნიკაცია დაგვეწყო“.
„ასე მივედით „იურიდიულ საკონსულტაციო სააგენტომდე“, რაც ამ ინდუსტრიაში ახალი ტერმინია და გვჯერა, დიდ წვლილს შეიტანს ბრენდის საბოლოო, გამოკვეთილ პოზიციონირებაში“, – შოთა ჩინჩალაძე

Disney-მ Fox იყიდა

„კანის ლომები 2019“-ის ახალგაზრდული კონკურსის თარიღები ცნობილია!