in

ცდა არ დააკლო – ალტე უნივერსიტეტის ახალი კამპანია

ამქვეყნად ყველაფერი მცდელობით იწყება – ადამიანი ჯერ ცდილობს, რომ აიდგას ფეხი, ეცემა, დგება და ასე სწავლობს გამართულ სიარულს. ერთი წამით წარმოიდგინეთ, პატარა ასაკში, პირველივე დაცემის შემდეგ, მეორედ რომ აღარასოდეს ვცადოთ გავლა, ასე ხომ სიარულს ვერასოდეს ვისწავლიდით…

ანალოგიურად ხდება ლაპარაკის შემთხვევაში. ჯერ ვცდილობთ ის სიტყვა ვთქვათ, რომელიც ყველაზე მეტად გვიმარტივდება, შემდეგ ნელ-ნელა ახალ სიტყვებსაც ვსწავლობთ, ბოლოს  უკვე საუბარიც შეგვიძლია.

ყოველდღიურად უამრავ რამეს ვაწყდებით, რაზეც შეგვიძლია ვთქვათ – „ხომ არ მეცადა?”. მაგალითად, შეგიძლია ცადო და დაწერო ან დახატო რაიმე. თუ ამას არ გააკეთებ, ვერასოდეს მიხვდები, რომ შენგან კარგი მწერალი ან მხატვარი დადგება. შეგიძლია ცადო და მიიღო მონაწილეობა სხვადასხვა კონკურსსა თუ პროექტში. თუ გაიმარჯვებ, მიხვდები, რომ კარგი ცდა იყო, თუ ვერ გაიმარჯვებ, გამოცდილებას მიიღებ და ის მაინც გეცოდინება, რა შეგეშალა.

ფიქრობ, რომ ცნობილმა ადამიანებმა, ვინც თავის სფეროში კვალი დატოვა, თავიდანვე იცოდნენ, რომ ყველაფერი წარმატებულად გამოუვიდოდათ? არა, მათ ცადეს…ცადეს დაკვრა, ცადეს კომპოზიის შექმნა, ცადეს წიგნის დაწერა, ცადეს ცეკვა, ცადეს გოლის კარში გატანა, ცადეს ისეთ სამსახურში რეზიუმეს გაგზავნა, სადაც არ ეგონათ, რომ აიყვანდნენ, მაგრამ აიყვანეს…ჯერ მარტო რამდენ ცნობილ კომპანიასაც ხედავ, იმდენი ცდა არსებობს მსოფლიოში. მათმა დამფუძნებლებმა ცადეს, შეექმნათ ახალი პროდუქტი ან სერვისი და მიეწოდებინათ ის მომხმარებლისთვის. რამდენი დაცემა და აღზევება გამოუცდიათ მათ, მაგრამ დღეს მათ სახელებს ყველანი ვიცნობთ და მათი მომხმარებლებიც ვართ. ცდა რომ დაეკლოთ, დღეს ხომ არ იარსებებდნენ. ამიტომ მთავარია, გჯეროდეს, რომ ცდას მნიშვნელობა ყოველთვის აქვს. მცდელობებთან ერთად იმასაც სწავლობ, საით უნდა წახვიდე, სად უფრო გაქვს მეტი შანსი და შესაძლებლობა, სად უფრო შეძლებ თავის დამკვიდრებას, სად უფრო სჭირდებათ შენნაირი მასწავლებელი, მენეჯერი, ექიმი, პროგრამისტი, დიზაინერი თუ სხვა.

ერთ-ერთი ყველაზე დიდი მცდელობა სკოლაში შესვლაა, რადგან ამ შენობაში ფეხის შედგმის დღიდან 12 წლის განმავლობაში სულ გიწევს, რომ რაღაც ცადო. ანბანისა და ციფრების შესწავლით დაწყებული, უმაღლესი მათემატიკისა და ქიმიური ცდებით დამთავრებული, არაერთ დაბრკოლებას შეხვდები და როგორც კი ცდას თავს დაანებებ ან იტყვი, რომ შენ ამის დაძლევა არ შეგიძლია, ვერასოდეს გაიგებ, რა მოხდებოდა, თუ საქმეს ბოლომდე მიიყვანდი, თუ ბოლომდე იბრძოლებდი.

ალტე უნივერსიტეტის” ახალი კამპანია „ცდა არ დააკლო” სწორედ ყოველივე ზემოთქმულს ეხმიანება. ახალგამოსულ ვიდეოში, რომლითაც უნივერსიტეტმა სტუდენტებს ჩაბარება მიულოცა, ცდის მნიშვნელობაზეა გასმული ხაზი და იმაზეც, რომ უნივერსიტეტში მოხვედრაც წარმატებული მცდელობის შედეგია. ადამიანმა, რომელმაც ეს გზა უკვე გაიარა და სტუდენტი გახდა, იცის ცდის მნიშვნელობა და ყოველთვის უნდა ახსოვდეს, რომ ასე უნდა გააგრძელოს. თუკი მაშინ არ მოგბეზრდება მცდელობა, როცა აბიტურიენტი ხარ და ღამეებს თეთრად ათენებ იმისთვის, რომ სასურველ ფაკულტეტზე მოხვდე, მაშინ არც ამ საფეხურის გავლის შემდეგ უნდა შეწყვიტო ცდა და უნდა გჯეროდეს, რომ ამის მერე ცხოვრებაში რასაც გულით ეცდები და გააკეთებ, სადღაც, რომელიღაც მცდელობისას აუცილებლად გაგიმართლებს. მთავარია, ცდა არ დააკლო!

[R]

კავკასიის ბიზნესის სკოლა (CSB) „თანამედროვე მარკეტინგის საფუძვლების“ პირველი ქართული გამოცემის პარტნიორია!

ნახეთ: ლეგოს 3D მოდელებით ანიმირებული „ოფისი“