in

მთელი მსოფლიო ქართული არჩევნებისთვის – თამამი ექსპერიმენტი სამოქალაქო სექტორისგან

დაიჯერებთ თუ გეტყვით, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები საზღვარგარეთ მცხოვრებ ადამიანებსაც აინტერესებთ? თანაც იმდენად, რომ მზად არიან გაუწიონ ფინანსური მხარდაჭერა დემოკრატიულად ჩატარებისთვის? სანამ პასუხს გაგვცემთ, ჯერ ეს სტატია წაიკითხეთ.

BOG
BOG

უკვე 30 წელზე მეტია სამოქალაქო სექტორი აკვირდება არჩევნებს საქართველოში. დამოუკიდებელი ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიების ფორმატში სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციიდან ათასობით დამკვირვებლის ჩართულობით, აკვირდებიან საარჩევნო პროცესების მიმდინარეობას არჩევნებამდე, არჩევნების დღეს და მის შემდეგ პერიოდში – შედეგების შეჯამებამდე. ავლენენ დარღვევებს, ასაჩივრებენ სასამართლოში, ამზადებენ ანგარიშებს, შეიმუშავებენ რეკომენდაციებს, ადვოკატირებას უწევენ ცვლილებებს და უდიდეს როლს ასრულებენ არჩევნების გამჭვირვალობისა და დემოკრატიულობის პროცესში.

ამ მნიშვნელოვანი მისიის შესრულება, როგორც წესი თითქმის სრულად საერთაშორისო გრანტების დახმარებით ხდება. თუმცა წელს პირველად ქართული ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების ისტორიაში განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრმა (CDD) თამამი ექსპერიმენტის ჩატარება და არჩევნებზე დაკვირვებისთვის საჭირო რესურსებისთვის თანადაფინანსების მოპოვება Crowdfunding-ის საერთაშორისო პლატფორმის მეშვეობით გადაწყვიტა.

ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ პლატფორმაზე – Gofundme.com უკვე შექმნილია გვერდი, სადაც CDD მიმართავს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მცხოვრებ ადამიანს, რომლისთვისაც დემოკრატია, სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება და არჩევნების გამჭვირვალობა მნიშვნელოვანია და საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნებზე დამოუკიდებელი სადამკვირვებლო მისიის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. ექსპერიმენტის მიზანია პირველი ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლების ერთობლივი სადამკვირვებლო მისიის განხორციელებისთვის 9000 აშშ დოლარი შეგროვდეს.

„ჩვენ პირველები ვართ, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს შორის საქართველოში, რომელმაც გადაწყვიტა, სადამკვირვებლო მისიისთვის ფინანსური მხარდაჭერის მოსაპოვებლად ქრაუდფანდინგს მიმართოს. ჩვენ გვჯერა, რომ ძალიან მნიშვნელოვან საქმეს ვაკეთებთ და გვინდა გვჯეროდეს, რომ მოქალაქეებიც იზიარებენ ამ ხედვას. თუ წარმატებას მივაღწევთ, ეს შეიძლება იქცეს დიდ მოტივაციად, ინსპირაციად და მხარდაჭერად მათთვის, ვინც მთელი მსოფლიოს გარშემო თავისუფლებისა და დემოკრატიის წინა ხაზებზე იბრძვის. ერთად შევქმნათ ისტორია!“ – ნათქვამია ორგანიზაციის მიმართვაში.

გვერდი 17 სექტემბერს შეიქმნა და სასურველი თანხის 40%-ზე მეტი უკვე შეგროვილია. შემოწირულობის მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოს მეგობარი, უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ ან ქართველი მიგრანტების მიერ არის გაღებული, თუმცა თუმცა ამ კამპანიაში საქართველოს მოქალაქეების ნაწილიც აქტიურად მონაწილეობს.

განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრში, რომელიც არჩევნებს უკვე 10 წელიწადზე მეტია აკვირდება, სჯერათ, რომ ექსპერიმენტი წარმატებით დასრულდება და სამოქალაქო სექტორი ფინანსური დამოუკიდებლობის, მდგრადობის და გაძლიერების გზაზე კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს გადადგამს. ამის დასტურად კი აინშტაინის სიტყვები მოჰყავთ – „სიგიჟეა, აკეთო ერთი და იგივე რამ და გქონდეს განსხვავებული შედეგის იმედი“

[fbvideo link=”https://www.facebook.com/watch/?v=383592919295386″ width=”768″ height=”403″ onlyvideo=”1″]

 

[პარტნიორის კონტენტი]

ყურსასმენი, რომელიც მომხმარებლის ყურს ყალიბად იყენებს – UE Fits

„ერთად დავიცვათ დედამიწა გამოწვევებისგან“ – პროკრედიტ ბანკი