in

წრიული ეკონომიკის სამუშაო სესია თბილისში პირველად გაიმართება

8 თებერვალს, წრიული ეკონომიკის კლუბი (CEC), ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) ხელშეწყობით სამუშაოს სესიას გამართავს. შეხვედრას Impact Hub Tbilisi უმასპინძლებს, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ ინფორმაცია CEC-ის საქმიანობის შესახებ და შეიტანონ წვლილი წრიული ეკონომიკის გლობალური ქსელის გაფართოებაში.

„დღეს არსებულ წრფივ, „შექმენი, შეიძინე, გადააგდე“ ეკონომიკურ მოდელს, რომელიც იყენებს დიდი ოდენობის რესურსებსა და მასალებსა, აქვს ფიზიკური ლიმიტი. წრიული ეკონომიკა წარმოადგენს ალტერნატიულ ეკონომიკურ მოდელს, რომელსაც მსოფლიოში უკვე ფართო გამოყენება აქვს. ის იძლევა შესაძლებლობას გადავაფასოთ და შევცვალოთ ჩვენი წარმოდგენა იმაზე, თუ როგორ ვაწარმოოთ პროდუქტები და ალტერნატიული მიდგომების შედეგად როგორ არის შესაძლებელი მათი გამოყენება სხვა ფორმითა და დანიშნულებით. მთავარი ამ პროცესში არის შემოქმედებითი აზროვნება და ინოვაციურობა“.

CEC 60 ქვეყნის მასშტაბით 2600+ პროფესიონალსა და ორგანიზაციას აერთიანებს. ორგანიზაცია ღიაა ყველა დაინტერესებული მხარის, არქიტექტორების, დიზაინერების, ბიზნეს ლიდერების, მკვლევრებისა და სხვა პროფესიონალებისთვის, ვინც მსოფლიო სტანდარტებს ცვლის.

„WWF Caucasus Programme Office – WWF არის დამოუკიდებელი, წამყვანი ორგანიზაცია კონსერვაციის მიმართულებით. ჩვენი მისიაა გარემოს დეგრადაციის შეჩერება და ისეთი მომავლის შექმნა, სადაც ადამიანები ბუნებასთან ჰარმონიაში ცხოვრობენ. ეს შეხვედრა განკუთვნილია, როგორც შემდგარი კომპანიებისა და სტარტაპების წარმომადგენლებისთვის, ასევე ამ საკითხით დაინტერესებული ნებისმიერი პირისთვის როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორიდან“, – ამბობენ ორგანიზატორები.

[R]

30 რეკლამა 2018 წლის სუპერთასიდან, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ!

5 გრძნობის დახმარებით ახსნილი მოგზაურობის მნიშვნელობა – Turkish Airlines-ის ვიდეორგოლი