in ,

ცეცხლმოკიდებული Mercedes-Benz, სტინგის შვილი და ქართველი დიზაინერის ნამუშევრები მოდის კვირეულის ახალ რეკლამაში

აალებული როიალი, დაფერფლილი ვარდები, ავი ძაღლი, ერთი ბრიტანელი მომღერალი, ერთი ავსტრიელი მოდელი და კონცეპტის კულმინაცია – ცეცხლოვანი Mercedes-Benz თამამი განაცხადია, რომ ახალი მოდის კვირეული ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბებს. არანაკლებ შთამბეჭდავია თავად ვიდეორგოლის მონაწილეთა ვინაობა. უპირველეს ყოვლისა, ვიდეორგოლზე იმუშავა კრისტიან ლარსონმა, რომელიც ბიონსესა და ლედი გაგას ნამუშევრებითაა ცნობილი. მთელი ვიდეორგოლი ინტრიგითაა გაჯერებული, თითქოს, რაღაც განსაკუთრებულისათვის გვამზადებს. თუ რა იქნება კონკრეტულად, ამას Mercedes-Benz Fashion Week-ზე გავიგებთ.

თუმცა, ეს ყველაფერი არ არის! ყველაზე საამაყო ბოლოსკენ შემოგინახეთ: ვიდორგოლის გმირი ელიოტ სამნერი (სტინგის შვილი) და ავსტრიელი მოდელი ქართველი დიზაინერის დავით კომახიძის მიერ შექმნილ სამოსში არიან გამოწყობილნი.  დავით კომახიძე (DAVID KOMA) 15 წლიდან მოღვაწეობს მოდის სამყაროში და არაერთი საერთაშორისო ჯილდო აქვს მიღებული. მსოფლიო დონის მიღწევები და არცერთი წარუმატებელი დეფილე. მისი სახელი მოდურ სამყაროში “Central Saint Martins fashion college” საუკეთესო კოლექციის წარდგენის შემდეგ გამოჩნდა. 2013 წელს  Thierry Mugler-მა დავითი კომპანიის არტ დირექტორად წარადგინა.

მაშ, ასე, წარმოგიდგენთ თავად ვიდეორგოლს და აქვე გთავაზობთ behind the scenes კადრებს.

 

 

https://www.youtube.com/watch?v=TBm0K-SqJN0

https://www.youtube.com/watch?v=yh2tSlVv5Kw

“პრეზენტატორიუმი” – პროფესიონალი პრეზენტატორების კლუბი

მუჰამედ ალის გამონათქვამები