in

კაცობრიობა ცეცხლს ჯერ კიდევ მილიონი წლის წინ „იმორჩილებდა“ — კვლევა

ადრეულ ადამიანებს ცეცხლის დაუფლებამ სრულიად ახალი სამყაროს კარი გაუღო — საჭმლის მომზადებისას მეტი საკვების მიღებიდან (რამაც ტვინის ზომის ზრდას შეუწყო ხელი), ღამის საათების „ათვისებამდე“. რომ აღარაფერი ვთქვათ მკაცრ კლიმატში სითბოს შენარჩუნებაზე.

M2
M2

დამწვარი მასალის ფრაგმენტები იმაზე მიანიშნებს, რომ კაცობრიობამ ცეცხლის ათვისება 1,5 მილიონი წლის წინ შეძლო. ახლა კი მეცნიერებმა ხელოვნური ინტელექტი გამოიყენეს, რათა ფარული ხანძრის ნიშნები აღმოეჩინათ ისრაელის ქვედა პალეოლითის უბნებზე, რომელიც დაახლოებით 1 მილიონი წლით თარიღდება. ცხადია, არქეოლოგიურ ობიექტებზე ხანძრის კვალის გამოვლენა ვიზუალურ ნიშნებს ემყარება, როგორიცაა ნიადაგის გაწითლება, ფერის შეცვლა, დეფორმაცია, ბზარები და მასალების შეკუმშვა.

ახლად ჩატარებულ კვლევაში მკვლევრებმა სპექტროსკოპული „თერმომეტრი“ გამოიყენეს, რომელსაც ქიმიური ცვლილებების დაფიქსირება შეუძლია. ამისთვის კი ღრმა სწავლების ალგორითმებს იყენებს და, ამავდროულად, აფასებს, თუ რამდენად დიდია სითბოს გავლენა ქანებსა და ნამარხებზე.

ამ შემთხვევაში კი კაჟის არტეფაქტებზე ჩაატარეს კვლევები, რომლებიც ცხოველთა ნამარხების გვერდით, ყვითელ-ნაცრისფერ ქვიშაში აღმოაჩინეს. ამ ტერიტორიაზე ცეცხლის გამოყენების აშკარა ნიშნები არ ყოფილა, მაგრამ მაგრამ ხელოვნური ინტელექტის „თერმომეტრმა“ დახვეწილი ქიმიური დეტალები გამოავლინა. უფრო კონკრეტულად, აქ ქვის იარაღები სხვადასხვა ტემპერატურაზე უნდა ყოფილიყო გაცხელებული.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ იმ დროისთვის სრულიად გამორიცხული იყო ტყის ხანძრების პრეცედენტი, რადგან ადგილი ღია ტერიტორიას წარმოადგენდა. ბევრი ხელსაწყოსა და ადამიანთა ჩონჩხების დაგროვება კი ვარაუდობს, რომ ადრეული ჰომინიდები მართლაც აკონტროლებდნენ ცეცხლს.

მკვლევრების თქმით, ახალი ტექნოლოგიის გამოყენება დაგვეხმარება, მეტი გავიგოთ იმის შესახებ, თუ როდის და როგორ დაიწყო კაცობრიობამ ცეცხლის გამოყენება. „ქვემო პალეოლითის სხვაგან აღმოჩენილი არტეფაქტების ხელახალი გამოკვლევა, მათ შორის ლევანტში, ჩვენს სივრცით-დროით გაგებას გააფართოებს ადრეულ ჰომინიდებსა და ცეცხლს შორის ურთიერთობის შესახებ“. 

ხელოვან ქალთა ციფრული გამოფენის კვირეული გრძელდება

რას მოუხდება? – ვისკის სახეობების შეხამება საკვებთან