in

შთამბეჭდავი ქორეოგრაფია და განსაკუთრებული სპორტული ხაზი Nike-ის ვიდეორგოლში

Nike–მა ახალი სპორტული ხაზისთვის ისეთი ვიდეორგოლი შექმნა, რომლის ერთხელ ყურება საკმარისი არ არის. ბრენდმა რგოლისთვის ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული და უნიკალური მოცეკვავეები გადაიღო, რომელთა მოძრაობებიც უბრალოდ ცეკვა კი არა, ნამდვილი ხელოვნებაა. კომპანიამ, ახალი იდეის განსახორციელებლად, ბრიტანელ მომღერალს, მოცეკვავესა და ამავდროულად, პროდუსერ ტალია დებრეტ ბარნეტს (FKA twigs) მიმართა. სწორედ, ტალიამ იმუშავა ვიდეორგოლის კონცეფციაზე. გარდა ამისა, Nike–ის ახალ ნამუშევარს მუსიკალურად სწორედ FKA twigs–ის სიმღერა “Trust in Me” აფორმებს. მომღერლისა და ბრენდის წარმომადგენლების აზრით, სიმღერის ტექსტი იდეალურად მოერგო ვიდეოს კონცეფციას და ზუსტად გაუსვა ხაზი იმ იმედს, რომელიც მომხმარებელს ახალი პროდუქციის მიმართ აქვს.

 

დასვენების ყველაზე მაცდური წინადადება საოცრად მიმზიდველ გარემოში

მშიერი დენის ორეული მომავლიდან – Snickers–ის უჩვეულო ისტორია