მანამ, სანამ პირველი სიტყვა ვთქვით, სანამ დაიწერებოდა პირველი წინადადება, გაიგზავნებოდა პირველი მესიჯი იყო სხეულის ენა. სხეულის ენით შთაგონებულმა სააგენტო Grey Londra-მა და Puma-მ პარფიუმერული ხაზის Puma Sync-ის მხარდასაჭერი სარეკლამო კამპანია “ცეკვის ლექსიკონი” წამოიწყო.
კამპანიის მიზანია სიტყვების მოძრაობის ენაზე გადატანა. პროექტის ხელმძღვანელი ლოს-ანჯელესის ცნობილი ქორეოგრაფი Super Dave-ია და 25 free style-ის საუკეთესო მოცეკვავე. საიტზე www.pumadancedictionary.com მოცემულია 11 მოძრაობა, რომლითაც შეგვიძლია სიტყვები ჩავანაცვლოთ. პროექტი გახსნილია ყველა ადამიანისთვის და ნებისმიერს შეუძლია თავისი ცეკვით ლექსიკონში ახალი მოძრაობები შეიტანოს.
http://youtu.be/_-SaKnVRwRw