დღესასწაულების მთელი არსი და ჯადოსნურობა ხომ ერთად აღნიშვნაში მდგომარეობს… Coca-Cola კი, ერთობასა და ჯადოსნურობაზე ორიენტირებული ბრენდი, სწორედ ამ იდეის ირგვლივ ტრიალებს თავის ახალ რეკლამაში, რომელიც ჩინურ ახალ წელს მიუძღვნა.
ამჯერად ბრენდმა კურდღლების ფუსფუსა სამყაროში შეაღწია, სადაც სადღესასწაულო განწყობა სუფევს. თანამედროვე ესთეტიკით გადატვირთულ გარემოში კი ხანდაზამული კურდღელი თავს უხერხულად გრძნობს, სახლში მომზადებული პელმენები რომ მოიტანა შვილიშვილებთან. ამას პატარა კურდღელი შენიშნავს და კოკა-კოლას ბოთლს გაუწვდის, რაც სევდას მალევე ფანტავს. „დამაჯერებელი ნარატივი, კინემატოგრაფიული ახირება და ღია ტექსტურული დეტალები. ეს არის ყველაფერი, რაც შეიძლება ყველას გვინდოდეს“, — აცხადებს კომპანია.