Celestis ტეხასში დაფუძნებული კომპანიაა, რომელიც დედამიწის მიღმა ამერიკის შეერთებული შტატების 4 პრეზიდენტის დნმ-ის გაგზავნას გეგმავს. საუბარია ჯორჯ ვაშინგტონზე, დუაიტ ეიზენჰაუერზე, ჯონ კენედისა და რონალდ რეიგანზე. აღნიშნული მისიის შესახებ ინფორმაცია 20 თებერვალს, პრეზიდენტის დღეს გავრცელდა და როგორც განაცხადეს, ფრენა მიმდინარე წელსვე შედგება.
იმისათვის, რომ ისტორიული მისია შედგეს, პრეზიდენტების დნმ-ს სპეციალურ კაფსულებში მოათავსებენ. მათ ღრმა კოსმოსში ტრანსპორტირებაზე კი United Launch Alliance-ის რაკეტა იზრუნებს, სახელწოდებით Vulcan. „Enterprise-ის ფრენა ისტორიულია. ჩვენი მიზანი მზის სისტემაში ადამიანთა მოხვედრი ხელშეწყობაა. Enterprise-ში ამ ამერიკელი გამოჩენილი პირების დნმ-ის დამატებით, სამომავლო ეკიპაჟიანი მისიების წინამორბედ ეტაპს ვუწყობთ ხელს. ადამიანების მიერ ღრმა კოსმოსის კვლევის განვითარებაში საკუთარი წვლილი შეგვაქვს“, — განმარტავენ მეცნიერები.

როგორც ვგეგმავენ, მისიის პირველ ეტაპზე, კაფსულები დედამიწისა და მთვარის სისტემის მიღმა 150-დან 300 მილიონ კილომეტრის მოშორებით გაეშვება. მათში მოთავსებული იქნება თმის ღერები, დნმ, ფერფლი, პირადი შეტყობინებები და ა. შ.












