in

როგორ ცვლის ტელეფონების გამოყენება ომის ტაქტიკას?

მობილური ტელეფონების გამოყენება თანამედროვე ომის ხასიათს ცვლის და ჯარებს ახალი გამოწვევების წინაშეც აყენებს. 

ნებისმიერი მხარე, რომელიც დაუცველ ტელეფონს იყენებს, დიდი რისკის ქვეშაა, რადგან ტელეფონებიდან მიღებული სიგნალები ფიქსირდება და მდებარეობის დადგენა შესაძლებელი ხდება. ამას კი შემდგომში მიზანმიმართული დაბობვისთვის იყენებენ, — ამბობს ჯონ სპენსერი, აშშ-ის არმიის ყოფილი მაიორი.

გამოდის, რომ თანამედროვე ტელეფონების გამოყენებით ციფრულ კვალს ყველა ტოვებს. ხოლო თუ ადგილმდებარეობას სხვა ინფორმაციებიც დაემატება, მომხმარებლის იდენტიფიცირებაც შესაძლებელი გახდება. ფიჭური ქსელის გატეხვით კი ზარების მოსმენაც შეიძლება… 

შესაბამისად, უკრაინელებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამიზნე სწორედ რუსი ჯარისკაცების მიმოწერა იყო. თანაც, ისინი დაშიფრული კომუნიკაციების ნაცვლად, ჩვეულებრივი ტელეფონების გამოყენებას აგრძელებენ. ამის მიზეზად რუსების ნაკლებად თანამედროვე ტექნოლოგიებს თვლიან, მსგავსად კი უკრაინელები საკმაოდ ღირებულ ინფორმაციებსაც იღებენ.

უკრაინელმა სამხედროებმა მოსალოდნელი საფრთხის შესახებ იციან და ისინი გამაფრთხილებელ ინსტრუქციებს გასცემენ, რათა დაუცველი კომუნიკაციები არ გამოიყენონ, — აცხადებს სპენსერი.

უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეები ტელეფონებს საკუთარი მტრების დაზვერვისთვისაც იყენებენ, აქვეყნებენ ვიდეოებსა და სურათებს.

ეს უკრაინის სამხედროებს საშუალებას აძლევს შეაგროვონ ინფორმაცია არა მარტო იმის შესახებ, თუ სად იმყოფებიან რუსები, არამედ რომელი დანაყოფია ან რა ტიპის აღჭურვილობა აქვთ, — განმარტავს სპენსერი.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ომში ჩართული ორივე მხარე ტელეფონებს პროპაგანდისთვის იყენებს. პირველი, რასაც ტყვედ ჩავარდნილ რუს ჯარისკაცებს აძლევდნენ ტელეფონი იყო, რათა დაერეკათ საკუთარ ოჯახებში, რაც, თავის მხრივ, დიდ გავლენას ახდენდა მათზე…

საბოლოოდ კი, შესაძლოა, რუსეთ-უკრაინის ომის შედეგები იმაზე იყოს დამოკიდებული, თუ ვინ მოიგებს საინფორმაციო ომს, რაშიც დიდ როლს სწორედ ტელეფონები შეასრულებს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ვლადიმირ ზელენსკიმ საკუთარი ქვეყნისთვის სატელევიზიო თუ ინტერნეტ გამოსვლების დახმარებით უკვე მრავალი მილიონი დოლარი შეაგროვა.

ავტორიტარულმა რეჟიმებმა აღმოაჩინეს, რომ, შესაძლოა, პოლიტიკური ომი გლობალური გახდეს იმავე ინსტრუმენტების გამოყენებით, რომელსაც ტექნოლოგიური კომპანიები მომხმარებლებამდე მისაღწევად იყენებენ, — აცხადებს რობერტ სპალდინი, აშშ-ის საჰაერო ძალების ლიდერი.

Meta-ს პირველი AR სათვალე ბაზარზე 2024 წელს გამოვა

2022 წლის საუკეთესო საოჯახო მანქანები