სელფი მობაილს, ქართულ მობილურ ოპერატორს, რომელიც საქართველოს მასშტაბით 1.3 მლნ აბონენტს ემსახურება, აპრილში ორი წელი შეუსრულდა. სრულად ქართულმა ოპერატორმა ორი წლის შედეგები შეაჯამა და ბაზარზე ახალი საკომუნიკაციო პლატფორმითაც წარდგა.
თანამშრომლობის ფარგლებში სელფი მობაილმა უკვე წელს დანერგა Vodafone-ის ლოიალობის პლატფორმა, რომლის ადაპტაციაც სრულად მოახდინა ქართულ ბაზარზე. პლატფორმა აერთიანებს სპეციალურ შეთავაზებებს სხვადასხვა კატეგორიიდან: კვება, სპორტი, გართობა, მოგზაურობა და სხვა.
ლოიალობის პროგრამა სელფი მობაილის ახალი საკომუნიკაციო პლატფორმის ნაწილია, რომელიც ამიერიდან კომპანიის მომხმარებელთან ურთიერთობის ფორმატია. ვილაპარაკოთ – მოუწოდებს სელფი მომხმარებელს და ჰპირდება მასზე კიდევ უფრო მორგებულ შეთავაზებებსა და პროდუქტებს, ახლობლებთან, მეგობრებთან თუ, ზოგადად, ადამიანებთან მეტი კომუნიკაციისთვის.
„სელფი მობაილი მომხმარებელს მუდმივად სთავაზობს გამორჩეულ პროდუქტებსა და სერვისებს. ჩვენი გუნდი ყოველდღიურად მუშაობს იმისთვის, რომ გავაუმჯობესოთ მომსახურება და შევთავაზოთ მომხმარებელს ბევრად მეტი, ვიდრე ტელეკომი. ამის დასტურია ქვეყანაში პირველი, ევროპულ სტანდარტებზე დამყარებული 5G ქსელის დანერგვა და ლოიალობის პლატფორმაც, რომელიც აჯილდოებს მომხმარებელს მხოლოდ იმისთვის, რომ ის სელფის აბონენტია. ლოიალობის პლატფორმა, ასევე, ფართო შესაძლებლობას აძლევს ადგილობრივ ბიზნესს, ხმა მიაწვდინოს 1.3 მლნ მომხმარებელს ჩვენს ქვეყანაში”, – აცხადებენ სელფი მობაილში.
„სელფის ორი წლის დაბადების დღეს დავამთხვიეთ ახალი საკომუნიკაციო პლატფორმის გაშვება. მის ფარგლებში ჩვენს აბონენტებს ლოიალობის პლატფორმასთან ერთად შევთავაზებთ ინოვაციურ პროდუქტებს, რომლებიც კიდევ უფრო გაამარტივებენ კომუნიკაციას და ერთმანეთთან ლაპარაკის მეტ შესაძლებლობას მისცემენ. პარადოქსულია, რომ დღევანდელ დღეს, როდესაც კომუნიკაციის უამრავი შესაძლებლობა გვაქვს ხელთ, სულ უფრო ნაკლებად გვაქვს შინაარსობრივი, გულითადი საუბრები. ჩვენი სურვილია, ადამიანებს შესაძლებლობა მივცეთ, მეტი ელაპარაკონ ერთმანეთს და ილაპარაკონ ყველაფერზე”, – დასძენენ სელფი მობაილში.
დამატებითი ინფორმაციისთვის კომპანიის შესახებ, ეწვიეთ ვებგვერდს; ასევე, სოციალური მედიის არხებს:
Facebook
Instagram
YouTube
LinkedIn
[პარტნიორის კონტენტი]