in

სელფი Ad Black Sea-ს პარტნიორია

სელფი მობაილი, ქართული მობილური ოპერატორი რომელიც საქართველოში 1.3 მლნ. აბონენტს ემსახურება, რეგიონში უმსხვილესი კრეატიული ფესტივალის, Ad Black Sea-ს უკვე ტრადიციული პარტნიორია. ფესტივალი ბათუმში სამი დღის განმავლობაში, 12-15 სექტემბერს იმართება. Ad Black Sea 2024-ს ესწრება 1,300-ზე მეტი მონაწილე და ისევე როგორც ყოველ წელს, მათ შესაძლებლობა ექნებათ მოუსმინონ მსოფლიოს სარეკლამო ინდუსტრიის წამყვანი პროფესიონალების გამოსვლებს, პანელურ დისკუსიებს, დაესწრონ ვორქშოპებს და გასართობ ღონისძიებებს.

ისევე როგორც გასულ წლებში, ფესტივალის მთავარი მოვლენა რეკლამის კონკურსი და მისი გამარჯვებულების გამოვლენაა. წელს ფესტივალზე ქართველი და უცხოელი კონკურსანტები 13 ნომინაციაში წარსდგებიან. სელფის მხარდაჭერით, ფესტივალის სტუმრებს აქვთ უნიკალური შესაძლებლობა, სპეციალურად მოწყობილ სტენდთან, გაეცნონ გადარჩეულ, ე.წ. „შორთ ლისტში“ მოხვედრილ ყველა საკონკურსო ნამუშევარს.

წლევანდელი ფესტივალის პროგრამა გამორჩეულია იმით, რომ გამომსვლელებს შორის მრავლად არიან კრეატიული ინდუსტრიის ისეთი თვალსაჩინო წარმომადგენლები, რომელთა მიერ შექმნილი სარეკლამო კამპანიები მიიჩნევა სფეროს საუკეთესო მაგალითებად. ფესტივალზე გამომსვლელებს შორის არიან შესანიშნავი ქართველი არტისტებიც: ეთერი ჭკადუა, ნიკა მაჩაიძე, მიშიკო სულაკაური.

ფესტივალის შესახებ იხილეთ Ad Black Sea 2024.

კომპანიის შესახებ ინფორმაციისთვის ეწვიეთ:

http://cellfie.ge
Facebook
Instagram
YouTube
LinkedIn

[R]

Nike-ის პირველ Just Do It-ის რეკლამაში 80 წლის მორბენალს ვხედავთ

PANTONE-მა 175 ფერი ორი განსხვავებული პალიტრით გაგვაცნო