ეს ის შემთხვევაა, როცა ბრენდის დაპირება მხოლოდ სიტყვად არ რჩება და კომუნიკაციის ფორმად იქცევა. სელფის „ქსელის უწყვეტი განახლებების“ კამპანია სწორედ ამ პრინციპზე აეგო – იდეაზე, რომლითაც ტექნოლოგიური პროგრესი, ადამიანური ჩართულობა და კრეატიული ექსპერიმენტი ერთ მთლიან ნარატივად შეიკრა. შედეგად, კამპანიამ არა მხოლოდ მომხმარებელთა დადებითი უკუკავშირი მოიტანა, არამედ საერთაშორისო პროფესიული აღიარებაც – ის Ads of the World-ის ჰაილაითებში მოხვდა.
Ads of the World არის საერთაშორისო პლატფორმა, რომელიც აგროვებს და მთელ მსოფლიოს უჩვენებს გამორჩეულ სარეკლამო და კრეატიულ ნამუშევრებს, შეფასებულს ინდუსტრიის პროფესიონალების მიერ. მის ჰაილაითებში მოხვედრა ნიშნავს გლობალურ პროფესიულ აღიარებას და ადასტურებს, რომ კამპანია გამოირჩევა კრეატიულობით, ხარისხითა და ინდუსტრიულ სტანდარტებთან შესაბამისობით. სწორედ ამიტომაა, რომ სელფის გუნდიც ამაყია, როცა მომხმარებელს ამ შედეგებზე ესაუბრება…
ეფექტურობის მთავარი საზომი – მომხმარებელი
ნიკა მკერვალიშვილი, სელფის ციფრული კომუნიკაციების ხელმძღვანელი, კამპანიის წარმატებას, პირველ რიგში, მომხმარებლის რეაქციით აფასებს:
„გუნდში გვჯერა, რომ ბრენდისთვის კამპანიის / საკომუნიკაციო გზავნილის ეფექტურობის ერთ-ერთი მთავარი საზომი, პირველ რიგში, მომხმარებლის უკუკავშირია, რაც ამ კამპანიის შემთხვევაში შეგვიძლია, ძალიან პოზიტიურად შევაფასოთ (მაგალითისთვის, Sentiment score მთელი 0.5 ერთეულით გაგვეზარდა). ამასთან ერთად, Ads of the World-ის ჰაილაითებში მოხვედრა ყოველთვის სასიამოვნოა, რისთვისაც დიდი მადლობა ჩვენს მეგობარ სააგენტოს CONTACT-ს”.
როცა კონცეფცია შიგნიდან მოდის
კამპანიის განსაკუთრებულობა იმაშიც მდგომარეობდა, რომ მისი კონცეფცია თავად სელფის გუნდის შიგნით დაიბადა და პირდაპირ უკავშირდებოდა კომპანიის სტრატეგიულ პრიორიტეტს, ქსელის განვითარებას.
როგორც ნიკა აღნიშნავს: „ქსელის ოპტიმიზაცია წელს სელფის პრიორიტეტია. წლის ბოლოს კი „ქსელის უწყვეტი განახლებების” კამპანიით შევეცადეთ, ყველა ეს სიახლე შეგვეჯამებინა და მომხმარებლამდე მიგვეტანა აზრი, რომ უწყვეტად გავაგრძელებთ განვითარებას.
ამ განაცხადის გაკეთება ცოტა განსხვავებულად გადავწყვიტეთ და სწორედ ამიტომ, კამპანია სელფის გენერალური დირექტორიდან დავიწყეთ, იმ ადამიანიდან, რომელიც პირდაპირი და არაპირდაპირი მნიშვნელობით, არნახულ სიმაღლეებს შეეჭიდა, რომ ეს სათქმელი მომხმარებლებამდე მიეტანა”.
„წელს ამ კამპანიას ორი სასიამოვნო სიახლით ვხურავთ! დამატებით 23.6 მილიონის ინვესტიცია გავაკეთეთ ქსელის განვითარებაში, რაც სიხშირული რესურსის შეძენას მოხმარდება და კიდევ უფრო გააუმჯობესებს კავშირის ხარისხსა და ინტერნეტის სიჩქარეს. ასევე, 400 ახალ საბაზო სადგურს ვამატებთ, რაც არსებითად გაზრდის სელფის ქსელის ხარისხსა და გამტარუნარიანობას, უზრუნველყოფს გაცილებით მაღალ სიჩქარეს, მეტ საიმედოობასა და დაფარვას ქვეყნის მასშტაბით”, – გვიზიარებს ნიკა.
სააგენტოს ხედვა: ექსპერიმენტი, ნდობა და AI
CONTACT-ის კრეატიული დირექტორის, გოგიტა ჩიკვაიძის, თქმით, Ads of the World-ის აღიარება სააგენტოსთვის მნიშვნელოვანი, თუმცა ბუნებრივი პროცესის ნაწილია:
„CONTACT-ის ნამუშევრები წლების განმავლობაში არაერთხელ მოხვდა Ads of the World-ზე, რაც ცხადია ძალიან სასიამოვნოა. თუმცა, ვფიქრობ მსგავსი აღიარებები ლოგიკურად თან სდევს ჩვენი საქმის მაღალ ხარისხზე შესრულებას.
პირველივე კომუნიკაცია სელფის მხრიდან და კონცეფციის გაცნობა ძალიან საინტერესო იყო. აქვე გამოჩნდა, რომ საკმაოდ განსხვავებული და ერთგვარად ექსპერიმენტული ტიპის ვიდეოზე ვიმუშავებდით”.
ამ პროცესში დაიბადა გადაწყვეტილება, რომ ფროდაქშენში ხელოვნური ინტელექტიც ჩართულიყო:
„კონცეფცია ვაქციეთ სცენარად და ამ პროცესში გაჩნდა იდეა, რომ ხელოვნური ინტელექტი ჩაგვერთო ფროდაქშენში და გვეცადა ახალი, აქამდე გამოუცდელი მიდგომა. კერძოდ, ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით შექმნილი კადრების ანალოგი გადავიღეთ. ამ ტიპის გამოცდილებები გვქონია მხოლოდ გრაფიკულ ჯგუფთან და არა ხელოვნურ ინტელექტთან. ამიტომ, ზუსტად არ ვიცოდით რა გამოვიდოდა, თუმცა ვხვდებოდით რომ შედეგი მიდგომის შესაბამისი იქნებოდა. ამოცანის გადაწყვეტის მთავარი კომპონენტი კი არის, რომ სელფის გენერალური დირექტორი, როსტომ ტალახაძე ნამდვილად ავიდა ანძაზე”.
ტექნოლოგიისა და რეალობის სინთეზი
გადაღების პროცესმა და გუნდურმა თანამშრომლობამ საბოლოოდ უნიკალური შედეგი გამოიღო. გოგიტა ჩიკვაიძის თქმით, მსგავსი პროექტების წარმატების საფუძველი ურთიერთობაშია:
„ერთობლივი და ჰარმონიული თანამშრომლობის შედეგად, ქვეყანაში პირველად სარეკლამო ვიდეოში შეიქმნა ხელოვნური ინტელექტისა და რეალური კადრების იდეალური სინთეზი.
ყველაზე მნიშვნელოვანია ნდობა, მოქნილობა და ეფექტიანი კომუნიკაცია. CONTACT-ისთვის ექსპერიმენტები და ახალი პრაქტიკების დანერგვა მუშაობის თანმდევი ნაწილია და, ვფიქრობ, „სელფისთან საქმისადმი ეს მიდგომა გვაერთიანებს”.
სელფის „ქსელის უწყვეტი განახლებების“ კამპანია ნათელი მაგალითია იმისა, როგორ შეიძლება ტექნოლოგიური პროგრესი, ადამიანური ამბავი და კრეატიული ექსპერიმენტი ერთ ძლიერ ნარატივად გაერთიანდეს. მომხმარებლის დადებითი უკუკავშირი, საერთაშორისო პროფესიული აღიარება და რეალური ინვესტიციები ქსელის განვითარებაში ამ კამპანიას არა მხოლოდ წარმატებულ კომუნიკაციად, არამედ ბრენდის გრძელვადიანი დაპირების დასტურად აქცევს.
კრედიტები:
Client: cellfie Mobile
Head of Public Relations: Sofi Balavadze
PR Lead Specialist: Ana Sadunashvili
Head of Marketing: Sulkhan Latsabidze
Head of Digital Communications: Nika Mkervalishvili
Digital Marketing Manager: Lika Arutinova
Creative Team: Levan Liluashvili, Tazo Meipariani,
Ani Mikaia, Giorgi Khergiani
Agency: CONTACT
Project Lead: Gogita Chikvaidze
Head of Production: Keti Macharashvili
Director: Gogita Chikvaidze
Director of Photography: Gabriel Jobava
Sound Director: Saba Guruli
Makeup: Nino Sopromadze
Props: Keti Macharashvili
Storyboard Artist: Ilia Kobakhidze
Finance Manager: Tamar Malishava
BTS Video: Keti Macharashvili
Editing: Giorgi Germanishvili
Sound Design: Giorgi Margvelashvili
Color Grading: Levan Kukhianidze
AI Producer: Davit Vashadze
AI Artist: Davit Garuchava
Animation: Paata Tabukashvili
Voiceover: Voices.ge
Catering: Siesta
Special Thanks: Vigen Vartanov.
[R]












