თანამედროვე სამყაროში, სადაც მომხმარებლის ლოიალობას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება, ინოვაციური მიდგომები ხშირად განსაზღვრავს კომპანიის წარმატებას. ქართულ სატელეკომუნიკაციო ბაზარზე სიახლით წარდგა „სელფი მობაილი“, რომელმაც ლოიალობის პლატფორმა დანერგა. პლატფორმა, Vodafone Group-თან დაწყებული პარტნიორობის პირველი ხილული შედეგია და ქართულ ბაზარზე სრულიად ახალი სტანდარტის დამკვიდრებას ისახავს მიზნად. „სელფი მობაილის“ ლოიალობის პროგრამა აბონენტებს მხოლოდ იმისთვისაც კი აჯილდოებს, რომ ისინი კომპანიის მომხმარებლები არიან. კრეატიული მასკოტისა და MyCellfie აპლიკაციაში ინტეგრირებული მრავალფეროვანი შეთავაზებების მეშვეობით, ბრენდი ციფრული ეკოსისტემის განვითარების ახალ ეტაპზე გადადის.
როგორ ჩამოყალიბდა ლოიალობის პლატფორმა, რა ტექნიკური და კრეატიული გამოწვევები ახლდა მის შექმნას და როგორ შეცვლის ის კომპანიის პოზიციონირებას ბაზარზე, დეტალებზე „სელფი მობაილის“ მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი სულხან ლაცაბიძე გვესაუბრა, კამპანიის კრეატიულ ნაწილზე კი სააგენტო Holy Motor Films-ის შემოქმედებითმა ხელმძღვანელმა თოკარეშკამ გვიამბო.
M: როგორ ჩამოყალიბდა სელფი მობაილის ლოიალობის პლატფორმა, რას ისახავს მიზნად და რით არის გამორჩეული?
სულხან ლაცაბიძე: რამდენიმე თვის წინ, „სელფი მობაილი“ ევროპის წამყვანი ტელეკომ კომპანია – Vodafone Group-ის პარტნიორი გახდა. ლოიალობის პროგრამა, რომელიც სულ ახლახან დავნერგეთ, სწორედ ამ პარტნიორობის პირველი პრაქტიკული შედეგია. Vodafone -ის ეს პროდუქტი უნიკალურია ქართული ბაზრისთვის. ეს არის ლოიალობის პროგრამა, რომელიც მუდმივად გასაჩუქრებს, მხოლოდ იმისთვის, რომ „სელფი მობაილის“ აბონენტი ხარ და ჩვენი მობილური აპი MyCellfie გაქვს გადმოწერილი. ლოიალობის პროგრამაში მომხმარებელს ელოდება უამრავი, მრავალფეროვანი, უნიკალური შეთავაზება ჩვენი პარტნიორებისგან და მოიცავს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბრენდებს.
M: რა დამატებით ბენეფიტებს სთავაზობს ლოიალობის პლატფორმა ქართველ მომხმარებლებს და როგორ შეუძლიათ მათ პლატფორმაში ჩართვა?
სულხან ლაცაბიძე: პლატფორმით სარგებლობა ძალიან მარტივია. უნდა იყო სელფი მობაილის აბონენტი და სარგებლობდე ჩვენი მობილური აპით MyCellfie. აპლიკაციაში ღილაკის ერთი დაჭერით, მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომია ლოიალობის პლატფორმის შეთავაზებები, ფასდაკლებები, აქციები, პრომოკოდები ქართულ და საერთაშორისო ბაზარზე მომუშავე უამრავი კომპანიისგან. მომხმარებელს, ერთდროულად, იმდენი აქციით შეუძლია სარგებლობა, რამდენიც მოესურვება.
M: პლატფორმის წარსადგენად, შეიქმნა კამპანია – როგორია კონცეფცია და რის თქმა გსურდათ ამით?
სულხან ლაცაბიძე: ლოიალობის პროგრამა დიდი საკომუნიკაციო პლატფორმის ნაწილია. ის „მიმოზების“ გუნდის დახმარებით შეიქმნა, თუმცა, სამწუხაროდ, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, ჯერ არ გაგვიცნია აუდიტორიისთვის და პლატფორმის მხოლოდ პროდუქტული ნაწილი გავუშვით. დასამახსოვრებელი კამპანიის შექმნა გვინდოდა და ამავდროულად, ლოიალობის პლატფორმის მარტივი, სახალისო გზით გაცნობა. ამ მიზნის განხორციელებაში Holy Motor Films-ის გუნდი დაგვეხმარა. სწორედ მათ იმუშავეს კამპანიის ვიდეორგოლზე და „მიმოზების“ მიერ შექმნილი მასკოტი გააცოცხლეს ამ სახალისო ვიდეორგოლში.
M: როგორი იყო სააგენტოს შემოქმედებითი დავალება?
სულხან ლაცაბიძე: დავალება, ერთი მხრივ, თითქოს მარტივი იყო – მომხმარებლისთვის უნდა გაგვეცნო ლოიალობის პროგრამა, თუმცა საკმაოდ ჩახლართული ამბავი აღმოჩნდა. როგორც აღვნიშნე, მზად გვაქვს დიდი საკომუნიკაციო პლატფორმა, რომელიც მომხმარებელს ჯერ არ უნახავს. ლოიალობის პროგრამა კი ამ პლატფორმის მცირე ნაწილია – შესაბამისად, ისე უნდა გამოსულიყო, რომ მომხმარებლისთვის წარგვედგინა პროდუქტი საიმიჯო პლათფორმის ელემენტებით და ამავდროულად, ბოლომდე არ გვეჩვენებინა ყველა დეტალი.
გადავწყვიტეთ, რომ ამ როლს ყველაზე მარტივად სელფის ახალი მასკოტი შეითავსებდა და მომხმარებლამდე გასაოცარ შეთავაზებებს მიიტანდა.
თოკარეშკა: ბრიფის ამოხსნის ჯადოსნურ გასაღებს, უფრო სწორად, ლამპარს თუ ხალიჩას სწორედ ამ ხასიათშივე მივაგენით – მასკოტს ცოტა საქმიანი და გვარიანად მხიარული ჯინის როლი ბუნებრივად მოვარგეთ. ეს მიდგომა მოუხდა ლოიალობის პლატფორმასაც, სადაც შეთავაზებები მომხმარებლების უშუალო ჩართულობით შეირჩევა და დამუშავდება.
პროექტზე მუშაობა ჩვენთვისაც გასაოცარი და ჯადოსნური გახლდათ. ვიდეოს ფროდაქშენსა და ანიმაციას საკუთარი ძალებით ვუხელმძღვანელეთ, ტექნიკურად საკმაოდ უჩვეულო, ნახევრად ანიმაციური გადაღება კარგად დავგეგმეთ, თითოეული კადრი ანიმაციასთან ერთად წარმოვიდგინეთ. შემდგომ გადავიღეთ, დავხატეთ და ავამოძრავეთ – ისეთი გამოვიდა, როგორიც ჩავიფიქრეთ. ცოტა ავოკადომ გვანერვიულა, ისე არ ბზრიალდებოდა როგორც საჭირო იყო, თუმცა ბოლოს, იდეალურად გამოუვიდა. ასე ვისურვეთ და ავახდინეთ პირველი პროექტი რომელიც Holy Motors Films-ის მიერაა შექმნილი.
M: კამპანიის გაგრძელებას როგორ ხედავთ?
სულხან ლაცაბიძე: კამპანია აუცილებლად გაგრძელდება და მომხმარებლებს წინ საინტერესო და სახალისო ამბები ელოდებათ. ლოიალობის პლატფორმის განახლება მუდმივად მიმდინარეობს და კიდევ უფრო მრავალფეროვანი შეთავაზებები ემატება. იმასაც გაგიმხელთ, რომ ვგეგმავთ გემიფიკაციის ელემენტების ინტეგრაციას, რაც მომხმარებლებისთვის უფრო მეტად სახალისო პროდუქტების შეთავაზებაში დაგვეხმარება.
M: როგორ შეცვლის ლოიალობის პლატფორმა სელფის, როგორც ბრენდის პოზიციონირებას?
სულხან ლაცაბიძე: ლოიალობის პლატფორმა გააფართოებს „სელფი მობაილის“, როგორც ციფრული ტელეოპერატორის ეკოსისტემას და შესაძლებლობას მოგვცემს მომხმარებელს შევთავაზოთ იმაზე გაცილებით უფრო მეტი, ვიდრე მხოლოდ კავშირგაბმულობა და კარგად ნაცნობი პროდუქტებია.
Credits:
Creative Agency: Holy Motor Films
Creative Director: Tokareshka, Giorgi Avaliani, Nick Kumbari
Art Director: Gurika Chokheli
Junior Art Director: Taso Bezhitadze
Chief Communication Officer: Anno Maisuradze
Strategy Director: George (Bio) Karanadze
Junior Strategist: Tata Itriashvili
Copywriter: Goga Dzidziguri
Design Director: Giorgi Vasadze
Graphic Designers: Victoria Gasanova, Nino Kavelashvili, Ana Ninidze
Motion Designers: Daniel Grigorian, Temo Baidarashvili, Qeta Buiglishvili
3D Artist – Sandro Naskidashvili
Head of Production: Irakli (Pitha) Solomonishvili
Production: Holy Motor Films
Director: Tokareshka, Gurika Chokheli
DOP: Vigen Biba Vartanov
Production Designer – Slow Pulse
1st AD: Nutsa Zangurashvili
Producer: Irakli (Pitha) Solomonishvili
Camera Crew: Khatia Khalvashi, Ninia Tsabadze
Focus Puller: Giorgi Medulashvili
Gaffer: Mikheil Saganelidze
Light Department: Beqa Dvalishvili, Bidzina Chkhaidze, Davit Samkharadze
Dolly: Bezhan Laliashvili, Iura Poghosov
Costume Designer: Natia Intskirveli
MUA: Nino Bedeladze
Art Department – District crew: Dato Daraselia (Darasa), Sulo Sturua, Nino Daraselia, Nato (Tasha) Metreveli, Irakli Iakobashvili, Giorgi (Jabi) Iakobashvili, Davit Karalashvili, Qetevan Isakadze, Tamro Jangirashvili, Nukri Nairashvili, Irakli Kuchukhidze, Vato Samkharadze, Jimi Rekhviashvili
Location Manager: Giorgi Chaduneli
Editor: Gurika Chokheli
Casting Manager: Nanuka Sioridze
Actress: Ana Javakhishvili
Music: Nika Chokheli
Sound Design: Buta Babilidze, Nika Chokheli
Voice Actor: Giorgi Avaliani
Animation: Holy Motors
Creative Director: Nick Kumbari
Lead Animator: Gurika Chokheli
Crew: Temo Baidarashvili, Daniel Grigorian, Sandro Naskidashvili, Qeta Buiglishvili