სელფი მობაილმა, ქართულმა მობილურმა ოპერატორმა რომელიც საქართველოში 1,3 მლნ. აბონენტს ემსახურება, ზაფხულის სეზონის დადგომასთან ერთად, ზღვის კურორტებზე მომხმარებელს უსწრაფესი მობილური ინტერნეტი დაახვედრა. სელფი მობაილის 5G ქსელით სარგებლობა შესაძლებელია ბათუმში, ქობულეთში, გონიოსა და კვარიათშიც. 5G -ში მობილური ინტერნეტის სიჩქარე 4G/LTE ქსელისაზე 10-ჯერ უფრო სწრაფია.