in

„სელფი მობაილის” ქსელის სიახლეები: ნოემბერი

„სელფი მობაილის” ტექნიკური გუნდი აგრძელებს დაუღალავად მუშაობას ქსელზე, ჩვენ კი შენს სისტემატურ ინფორმირებას შედეგების თაობაზე.

ბოლო ერთ თვეში 17 მაკროსადგური აღიმართა – ჯამში წლის დასაწყისიდან ამ დრომდე ეს უკვე არის 58 მაკროსადგური, რაც პირდაპირ ისახება დაფარვის არეალის გაფართოებაზე ქვეყნის მასშტაბით. მარტივად რომ ვთქვათ – სელფის კავშირი ახლა არის იქ, სადაც აქამდე არ იყო.

გრძელდება ქსელის გამტარუნარიანობის გაუმჯობესებაც, რაც ნიშნავს, რომ შენ უკეთესი ხარისხის ინტერნეტი გექნება. ამჯერად განახლება მთლიანად სამცხე-ჯავახეთს შეეხო, სადაც 16 სადგურზე მოხდა დამატებით ტექნოლოგიის ჩართვა და ინტერნეტის სიჩქარე 18%-ით გაიზარდა!

სელფი მობაილი აგრძელებს მუშაობას შენთვის შემდეგი თვის სიახლეებზე.

ქსელის განვითარება ბრენდის #1 პრიორიტეტია.

[პარტნიორის კონტენტი]

„ჯილი ცენტრი თეგეტამ“ წელიწად-ნახევარში 120-ზე მეტი Geely Coolray გაყიდა

TikTok ბეიჯს მოგცემთ, თუ ეკრანთან დიდ დროს აღარ გაატარებთ