in

სელფი მობაილის ქსელის სიახლეები: იანვარი 2026

სელფი მობაილი აგრძელებს ქსელის უწყვეტ განვითარებასა და განახლებას, რომ მომხმარებელს მთელ საქართველოში კიდევ უფრო გაუმჯობესებული გამოცდილება შესთავაზოს.

მხოლოდ დეკემბრის თვეში 11 ახალი სადგური აღიმართა და ამ გაფართოებამ მოიცვა არაერთი რეგიონი: ზღვისპირა, მთიანი და დედაქალაქი.

თბილისში ბოლო ერთ თვეში ახალი სიხშირის აქტივაციის შედეგად, მომხმარებლებისთვის საგრძნობლად გაუმჯობესდა მობილური ინტერნეტის ხარისხი, ყოველდღიურ გამოყენებაში:

  • ინტერნეტის საშუალო სიჩქარე გაიზარდა 30%-ით
  • კავშირი გახდა ბევრად უფრო სტაბილური
  • თითქმის 30%-ით შემცირდა დაყოვნება, რაც ნიშნავს იმას, რომ ბევრად უფრო სწრაფად ხდება ატვირთვა/ჩამოტვირთვა და დაკავშირება.

ეს განახლებები აისახება ისეთ ყოველდღიურ აქტივობებზე, როგორებიცაა ვებგვერდების დათვალიერება, ვიდეოზარები, ონლაინსტრიმინგი, გეიმინგი და სხვ.

სელფი მობაილისთვის ქსელის განვითარებაზე ზრუნვა უპირატესია – მომხმარებლების გამოცდილების შემდგომი გაუმჯობესებისთვის.

[პარტნიორის კონტენტი]

Yahoo Answers გარდაიქმნება Yahoo Scout-ად – AI-ასისტენტად

ბრუჟი – ქალაქის რიტმი ერთ სივრცეში