in

Travel eSIM – სელფის სამოგზაურო eSIM ნებისმიერი ქსელის აბონენტისთვის

საზღვარგარეთ მოგზაურობისას ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი ინტერნეტთან წვდომა და კავშირზე დარჩენაა. ხშირად, მოგზაურები იძულებულნი არიან ან ძვირადღირებული როუმინგი გამოიყენონ, ან ადგილობრივი SIM ბარათები შეიძინონ, რაც დამატებით დროსა და ძალისხმევას მოითხოვს. სწორედ ამ პრობლემის მოსაგვარებლად, სელფი მობაილმა მოგზაურებისთვის Travel eSIM შექმნა.

რა არის Travel eSIM და რატომ არის ის მოგზაურთა საუკეთესო მეგობარი?

Travel eSIM წარმოადგენს ციფრულ SIM-ბარათს, რომელიც ფიზიკური ბარათის შეცვლის გარეშე გაძლევთ საშუალებას, იოლად დაუკავშირდეთ ინტერნეტს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. მისი მთავარი უპირატესობა სწორედ სიმარტივე და მოქნილობაა. აღსანიშნავია, რომ ამ სერვისით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერი ქსელის მომხმარებელს (არა მხოლოდ სელფის აბონენტებს).

რატომ უნდა აირჩიოთ Travel eSIM?

გააქტიურება უმარტივესია

თუ ოდესმე გიფიქრიათ, ნეტავ, მოგზაურობისას ინტერნეტის გააქტიურება უფრო მარტივი იყოსო, Travel eSIM სწორედ თქვენთვის შეიქმნა. ამისათვის, სულ რაღაც, ოთხი დაწკაპუნებაა საჭირო ROAMINGPASS.GE-ზე:

  • აირჩიეთ სასურველი პაკეტი
  • შეიყვანეთ თქვენი მონაცემები
  • დაასკანერეთ QR კოდი
  • გადაიხადეთ და მზადაა!

უფასო წვდომა გაქვთ საჭირო აპლიკაციებზე

მოგზაურობისას ყველაზე ხშირად გამოყენებადი აპლიკაციები – Google Maps, ასევე WhatsApp და Messenger შეტყობინებები – Travel eSIM-ით სრულიად უფასოდ შეგიძლიათ გამოიყენოთ. ეს ნიშნავს, რომ თქვენი პაკეტის მოცულობა აღარ იხარჯება ამ აპებზე, რაც მნიშვნელოვნად ზრდის შეძენილი გიგაბაიტების ეფექტურობას. მეტსაც გეტყვით, ეს აპლიკაციები მაშინაც კი მუშაობს, როცა პაკეტი სრულად ამოწურულია.

გადახდის მოქნილი ვარიანტები

Travel eSIM-ის შეძენა შესაძლებელია როგორც საბანკო ბარათით, ასევე Apple Pay-ით და Google Pay-ით. გადახდის მრავალფეროვანი საშუალებები პროცესს კიდევ უფრო მოქნილს ხდის და ნებისმიერ მომხმარებელს აძლევს საშუალებას, მარტივად შეიძინოს სასურველი პაკეტი.

როგორი პაკეტებია ხელმისაწვდომი?

მოგზაურობის დანიშნულებისა და ინტერნეტის მოხმარების ინტენსიურობის მიხედვით, შეგიძლიათ აირჩიოთ ოთხი სხვადასხვა პაკეტიდან:

  • EuropePass 2GB – 15₾ (იდეალური მოკლე ევროპული მოგზაურობისთვის)
  • EuropePass 7GB – 40₾ (ხანგრძლივი ევროპული მოგზაურობისთვის)
  • ContinentalPass 2GB – 20₾ (მოკლე მოგზაურობისთვის სხვადასხვა კონტინენტზე)
  • ContinentalPass 7GB – 60₾ (ხანგრძლივი, მრავალკონტინენტური მოგზაურობისთვის)

ყველა პაკეტი აქტიურია 14 დღის განმავლობაში ან ინტერნეტის ამოწურვამდე. ეს იდეალურია როგორც საქმიანი მოგზაურობისთვის, ისე დასვენებისთვის.

რატომ არის Travel eSIM საუკეთესო არჩევანი მოგზაურებისთვის?

ხელმისაწვდომია ნებისმიერი ქსელის მომხმარებლისთვის – არ აქვს მნიშვნელობა, რომელი მობილური ოპერატორის მომხმარებელი ხართ საქართველოში.

წინასწარ დაგეგმვა ან სპონტანურობა – შეგიძლიათ გააქტიუროთ როგორც მოგზაურობამდე, ისე უკვე საზღვარგარეთ ყოფნისას, რაც მაქსიმალურ მოქნილობას გთავაზობთ.

დამატებითი სარგებელი – უფასო Google Maps, ტექსტური შეტყობინებები WhatsApp-სა და Messenger-ში, მაშინაც კი, როდესაც პაკეტზე ინტერნეტი ამოწურულია, განსაკუთრებით ღირებულს ხდის ამ სერვისს.

მოგზაურობა დაუვიწყარი გამოცდილებაა, რომელიც არ უნდა იყოს დატვირთული ინტერნეტთან კავშირის პრობლემებით. Travel eSIM-ის მეშვეობით, შეგიძლიათ ისიამოვნოთ მოგზაურობით და დარჩეთ კავშირზე საყვარელ ადამიანებთან, სულ რაღაც 4 დაწკაპუნებით. გამოცადეთ მოგზაურობის თანამედროვე, გამარტივებული გამოცდილება და დაივიწყეთ ინტერნეტთან დაკავშირებული პრობლემები.

[R]

ის, რასაც თვალი ვერ ხედავს — Nikon Small World 2025-ის გამარჯვებული ფოტოები ცნობილია!

4 სტრატეგია, რომელსაც უძრავი ქონების გონიერი ინვესტორები, სხვადასხვა საბაზრო პირობებში ითვალისწინებენ