in

საუკეთესო ხარისხის ხმოვანი კავშირი „სელფისგან”

სელფი მობაილი, ქართული მობილური ოპერატორი, რომელიც 1.3 მლნ აბონენტს ემსახურება, განაგრძობს ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვას მომხმარებლების მაღალი ხარისხის, საიმედო კომუნიკაციით უზრუნველყოფისთვის. 5G-ს განვითარებისა და არსებული ქსელის განახლების მიღმა, სელფი მობაილმა დანერგა ტექნოლოგია ზარების საუკეთესო ხარისხით განხორციელებისთვის. სელფის ქსელში, VoLTE-ს (Voice over LTE) მეშვეობით, მომხმარებელს აქვს მაღალი ხარისხის ხმოვანი კავშირი, შეუძლია ზარების სწრაფად წამოწყება და, იმავდროულად, მობილური ინტერნეტით სარგებლობა.

ხმის გადაცემისთვის VoLTE იყენებს უფრო ფართო სიხშირეებს. სწორედ ეს უზრუნველყოფს სუფთა და მკაფიო კომუნიკაციას. ინტერნეტის უწყვეტი გამოყენება ზარების მიმდინარეობისას, VoLTE-ს მნიშვნელოვანი უპირატესობაა.

VoLTE სელფის ქსელში ეტაპობრივად ხდება ხელმისაწვდომი iOS ტექნოლოგიის სმარტფონებზე, რის შემდეგაც ის ასევე ჩაირთვება ანდროიდის მომხმარებლებისთვისაც.

VoLTE-სთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისთვის, დაუკავშირდით სელფის: სატელეფონო ცენტრში 110101 (სელფიდან); +995 32 2200611 სხვა ქსელებიდან; ასევე ონლაინჩატში.

კომპანიის შესახებ ინფორმაციისთვის ეწვიეთ:

ვებგვერდი

Facebook

Instagram

YouTube

LinkedIn

[პარტნიორის კონტენტი]

ბრიტანული ცენტრი, 5-დან 12 წლის ასაკის ბავშვებს კოსტავას 71-ში მდებარე ახალი ფილიალიდან მოემსახურება

შენი წარმატების გზა: კარიერა თიბისიში