როუმინგის გარეშე მოგზაურობა, ან თუნდაც, საქმიანი ვიზიტით ქვეყნიდან გასვლა თითქმის წარმოუდგენელია. მიუხედავად შორს ყოფნისა, დარეკვა თუ ინტერნეტის გამოყენება სულ გვჭირდება.
სელფი, რომელიც საქართველოს მასშტაბით, 1.3 მლნ. აბონენტს ემსახურება, მომხმარებელს სრულიად განახლებულ როუმინგსერვისებს სთავაზობს. ის მოიცავს ახალ პაკეტებს, რომლებიც მაქსიმალურად გათვლილია მომხმარებლის საჭიროებებზე. სელფის როუმინგში ჩართვით, შეგეძლებათ, თქვენივე ნომრით დაბალი ტარიფით დარეკოთ, მიიღოთ მეტი ინტერნეტი და ისარგებლოთ Google Maps-ით, რომელიც ყველა მოგზაურს სჭირდება. აღსანიშნავია ისიც, რომ მას ყოველგვარი ხარჯის გარეშე გამოიყენებთ.
იმისთვის, რომ სელფის პაკეტები მეტად იყოს საჭიროებებზე მორგებული, ბრენდი ორ სხვადასხვა პაკეტს გვთავაზობს: ევროპა + თურქეთი + უფასო Google Maps და მსოფლიო + უფასო Google Maps.
სხვა რა პირობებია და როგორ მუშაობს სელფის როუმინგი, თეკლე ცხვედიანი, როუმინგისა და ახალი ალტერნატიული შემოსავლების ჯგუფის ხელმძღვანელი მოგვიყვება.
M: თეკლე, ცოტა ხნის წინ მომხმარებელს შესთავაზეთ როუმინგის განახლებული ინტერნეტ პაკეტები. კონკრეტულად რას მოიცავს ახალი შეთავაზება?
სელფის განახლებული როუმინგის პაკეტები გამოირჩევა სამი მახასიათებლით: ბევრი ინტერნეტი, ხელმისაწვდომი ტარიფები და 30-დღიანი ვადა. იმისთვის, რომ პაკეტები კიდევ უფრო მეტად იყოს მორგებული მოგზაურობის საჭიროებებს, შეთავაზება დავყავით ორ ზონად:
ევროპა + თურქეთი + უფასო Google Maps
მსოფლიო + უფასო Google Maps
თურქეთი გავითვალისწინეთ ორივე ზონაში, ვინაიდან ევროპის მიმართულებით უმეტესად თურქეთის გავლით მოგზაურობენ და ამ დროს ინტერნეტთან წვდომა მნიშვნელოვანია, ხოლო მსოფლიოს პაკეტებით როუმინგით სარგებლობა შესაძლებელი იქნება ევროპის ქვეყნებშიც. აღსანიშნავია, რომ ინტერნეტ პაკეტებს საჩუქრად მოჰყვება Google Maps.
M: რას გულისხმობს ხარჯის გარეშე Google Maps-ის გამოყენება და როგორ დაეხმარება ეს ფუნქცია მოგზაურებს?
Google Maps ერთ-ერთი ყველაზე სანდო და გავრცელებული ნავიგაციური აპლიკაციაა, რაც მომხმარებლებს უსაფრთხოებისა და კომფორტის განცდას ანიჭებს, მით უმეტეს, საზღვარგარეთ ყოფნისას. რადგან Offline Google maps-ის ფუნქციონალის გამოყენების შესაძლებლობა საკმაოდ ვიწროა, კერძოდ, მომხმარებელს აქვს შეზღუდული წვდომა ლოკაციის ნავიგაციასთან, ხოლო ბევრ ფუნქციონალთან წვდომა კი საერთოდ არ გააჩნია, გადავწყვიტეთ, აბონენტებს შევთავაზოთ ამ აპლიკაციის ინტერნეტის გარეშე გამოყენება. ეს ნიშნავს იმას, რომ მომხმარებელს არ ჩამოაკლდება მეგაბაიტები, თუმცა აპლიკაციის ყველა ფუნქციონალით სარგებლობის შესაძლებლობა ექნება. მუდმივი წვდომა Google Maps-სთან მნიშვნელოვანია, იმდენად, რამდენადაც ცოცხალ რეჟიმში ხშირად ხდება საჭირო ლოკაციის, ობიექტის, მისამართის და ა.შ. მოძებნა; მაღაზიებისა თუ რესტორნების შესახებ ინფორმაციის მოძიება და სხვა.
M: როუმინგი სელფის ერთ-ერთი გამორჩეული მომსახურებაა. რა გამოარჩევს სელფის როუმინგს?
სელფის ნამდვილად გამორჩეული როუმინგის მომსახურება აქვს და არაერთი პარამეტრით. ესენია: საუკეთესო ადგილობრივი პარტნიორები – სელფი მსოფლიო მასშტაბით თანამშრომლობს უკვე 300 სხვადასხვა მობილურ ოპერატორთან და უზრუნველყოფს, რომ საზღვარგარეთ ჩასული ჩვენი მომხმარებელი ჩაერთვება საუკეთესო ქსელში: ხელმისაწვდომი პაკეტები 30-დღიანი ვადით; როუმინგის მარტივი მოხმარება – ჩასვლისას, როგორც კი ხდება საზღვრის გადაკვეთა, მომხმარებელს ავტომატურად შეუძლია გამოიყენოს როუმინგი, ყველანაირი აქტივაციის გარეშე; გააქტიურებას ჭირდება მხოლოდ ინტერნეტპაკეტებს. სელფის როუმინგი, ეს არის საუკეთესო შესაძლებლობა, იმყოფებოდეთ საზღვარგარეთ თქვენივე ნომრით, იქნება ეს ფიზიკური თუ ელექტრონული სიმბარათი.
M: რამდენად მაღალია ჩვენს ქვეყანაში მომხმარებლის მოთხოვნა როუმინგზე?
საქართველოში როუმინგის სერვისებზე მოთხოვნა მაღალია და მზარდი. ეს განპირობებულია როგორც საერთაშორისო ტურიზმისა და ბიზნესმოგზაურობის ზრდით, ასევე ტექნოლოგიური განვითარებით და მობილური ინტერნეტის გამოყენების პოპულარიზაციით. მობილური ოპერატორები აქტიურად მუშაობენ მომხმარებელთა მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, ახალი შეთავაზებებისა და სერვისების დანერგვით, რაც ზრდის კონკურენციას და, შედეგად, როუმინგის გავრცელება და ხელმისაწვდომობა იზრდება.
ბოლოს, ინფორმაციისთვის გეტყვით, თუ როგორ უნდა გაიაქტიუროთ სასურველი პაკეტი – ამის შესაძლებლობა გეძლევათ, როგორც გამგზავრებამდე, ისე ჩასვლისას. მისი ჩართვის რამდენიმე გზა არსებობს: USSD კოდის გამოყენებით, ვებგვერდიდან, MyCellfie აპლიკაციიდან; ან შეგიძლიათ, მომსახურების ცენტრში მიხვიდეთ.
[R]