in

Celsius: „მომხმარებელს ვთავაზობთ სრულ მომსახურებას, რომ გათბობის სწორი და მისთვის ოპტიმალური სისტემა შეიძინოს“

გათბობის სისტემის შერჩევა, შეძენა და მონტაჟი არც ისე მარტივია. როგორც კომპანია „ცელსიუსის“ საცალო გაყიდვების ხელმძღვანელი დავით ნავროზაშვილი ამბობს, ფართის ეფექტურად გასათბობად, თან ისე რომ დიდი დანახარჯი არ გვქონდეს, რამდენიმე მნიშვნელოვანი მომენტი უნდა გავითვალისწინოთ. „ცელსიუსი“ გათბობის, კონდიცირების, წყალმომარაგებისა და მზის სისტემების იმპორტიორი კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს, შერჩევიდან მონტაჟის შემდგომ შემოწმებამდე, სრულ მომსახურებას სთავაზობს.

„ჩვენ ძირითად აქცენტს ვაკეთებთ ხარისხზე. ასევე, მომხმარებელს ვურჩევთ, შეიძინოს ისეთი ბრენდი (მაგალითად, „არისტონი“), რომელიც შეიძლება, ცოტა ძვირი ღირს, მაგრამ მისთვის საჭირო შემდგომი სერვისები ადვილად ხელმისაწვდომია“. 

რას სთავაზობს „ცელსიუსი“ მომხმარებელს? 

დავით ნავროზაშვილი: მომხმარებელს სრულ მომსახურებას ვთავაზობთ. პირველი საფეხური არის გათბობის სისტემის სწორად შერჩევა – ჩვენი თბოტექნიკოსი მიდის ადგილზე, აფასებს ფართს, აკეთებს მონახაზს – რომელი ბრენდის ქვაბი იმუშავებს კარგად, რომელი რადიატორი და როგორი გაყვანილობა იქნება საჭირო. შემდეგ, მომხმარებელს, ვუთვლით ამ ყველაფერს და შეძენის შემთხვევაში, ბუნებრივია, ვუწყობთ და ვუმონტაჟებთ კიდეც. შეკვეთა შესაძლებელია ნებისმიერი ადგილიდან, სახლიდან გაუსვლელად. აქვე აღვნიშნავ, რომ ფილიალები გვაქვს თბილისში, ბათუმსა და ზუგდიდში.

რას გულისხმობთ სისტემის სწორად შერჩევაში? 

ნებისმიერი მომხმარებელი, რომელსაც გათბობის სისტემის დამონტაჟება უნდა, არჩევს მას კვადრატულობის მიხედვით. თუმცა, ეს ძალიან ზოგადი მახასიათებელია. ჩვენ ყველაფერს მაღალი პროფესიონალიზმით ვეკიდებით, ადგილზე ვნახულობთ, როგორი კარ-ფანჯარა აქვს ფართს, მეზობელი კედელი აქვს, თუ – არა. ეს გვეხმარება, განვსაზღვროთ, რა სითბოს დანაკარგი შეიძლება იყოს ამ სივრცეში. ასევე, ფართის ნახვის შემდეგ ვწყვეტთ, რა ტიპის და ზომის რადიატორები, როგორი სიმძლავრის ქვაბი და ელექტროგაყვანილობაა საჭირო. მაგალითისთვის რომ გითხრათ, 6-კილოვატიან რადიატორზე შესაძლებელია, დამონტაჟდეს 15-კილოვატიანი გათბობის ქვაბი, რაც ნიშნავს, დაახლოებით, 150 კვადრატულამდე ფართის გათბობას. ეს არის ცხელი წყლის მოხმარებიანად, სრული დატვირთვით მომუშავე სისტემა. თუმცა, შეიძლება, ფართს სითბოს დიდი დანაკარგი ჰქონდეს. შესაბამისად, სხვა პარამეტრების გაყვანილობა და ქვაბი გახდეს საჭირო. სწორედ ასეთ დეტალებს აღრიცხავენ ჩვენი ტექნიკოსები და ისე ვთავაზობთ მომხმარებელს სპეციალურად მის ფართზე, ოპტიმალურად მორგებულ სისტემას.

რა შეგიძლიათ გვითხრათ „ცელსიუსის“ თანამშრომლებზე, გუნდზე, რომელიც ამ ყველაფერს აკეთებს? 

მარტო მე ან ცალკე აღებული კომპანია ვერაფერს გახდებოდა, რომ არა ჩვენი გუნდი. მისი თითოეული წევრი, მომხმარებლისგან მიღებული უკუკავშირის საფუძველზე, მუდმივად ვითარდება. რომ აღარაფერი ვთქვათ, იმ სიახლეებსა და ცოდნაზე, რაც სისტემატიურად შეგვაქვს გუნდში. მუდმივად განვითარებაზე, ჩვენი ცოდნისა და მომსახურების დახვეწაზე ვმუშაობთ. „ცელსიუსში“ ყველაფერი ჯაჭვურად არის ერთმანეთთან დაკავშირებული – ყველა შემოსულ შეკვეთაზე,  ოპერატორი გვაწვდის ინფორმაციას, ჯგუფი გადის ადგილზე, თბოტექნიკოსები აფასებენ ფართს, განვსაზღვრავთ კონკრეტულად როგორი სისტემა სჭირდება მომხმარებელს. ამ მონაცემებს, მაღაზიისა და გაყიდვების მენეჯერები, აწვდიან დამკვეთს. თუმცა, ეს არც ერთ შემთხვევაში არ ნიშნავს დროში გაწელილ პროცესს – მაქსიმუმ, 48 საათში მან უკვე იცის, ფართის ეფექტურად გასათბობად, რა ტიპის სისტემა სჭირდება.

რაც შეეხება თქვენს საფასო პოლიტიკას . . . 

როგორც უკვე აღვნიშნე, გვაქვს სხვადასხვა სეგმენტზე გათვლილი პროდუქცია. თუმცა, ეს არ ნიშნავს დაბალ ხარისხს.

აქციებს თუ სთავაზობთ მომხმარებელს? 

სპეციალურ ფასდაკლებებს მათ მუდმივად ვთავაზობთ. მაგალითად, ახლა, საახალწლო აქციის ფარგლებში, პროდუქციას ფასი 200-დან 400 ლარამდე აკლდება, გააჩნია მოდელს. 

ამ ბაზარზე კონკურენცია საკმაოდ დიდია. მათ შორის, „ცელსიუსი“ რითია გამორჩეული?

მომხმარებელს ვთავაზობთ კარგ გარემოს, კომუნიკაციას, ხარისხიან მომსახურებას, უმცირესი დეტალების შემთხვევაშიც კი, მაღალპროფესიონალურ კონსულტაციას და მომსახურებას. ორიენტირებულები ვართ თითოეულ მომხმარებელზე, ვეხმარებით მათ სწორი სისტემის შერჩევაში, მივდივართ, ვუმონტაჟებთ და შემდეგაც ვემსახურებით, თუ რაიმე შესაცვლელი ან გასასწორებელი იქნება.

რა უნდა ვიცოდეთ გათბობის სისტემის სწორად შესარჩევად? 

პირველი, რაც აუცილებელია, არჩევანი ხარისხის სასარგებლოდ უნდა გავაკეთოთ. აქ ძირითადად, მილებსა და რადიატორებს ვგულისხმობ. არსებობს შესახედაობით ერთნაირი, მაგრამ ხარისხით განსხვავებული პროდუქცია. ძირითადად, ეს სხვაობა ტექნიკურ მონაცემებში გამოიხატება. და ბუნებრივია, განსხვავებულია მათი ფასებიც.  მაგალითად, ობიექტზე ვხედავ, რომ არ არის კარგი დათბუნება, ანუ დიდია სითბოს დანაკარგი. ასეთ შემთხვევაში, მომხმარებელს ვურჩევ, 10-15%-ით გაზარდოს რადიატორების რაოდენობა. ან შემდგომი ეკონომიისთვის, ვურჩევ შესაფუთ მილებს, რომლებიც ტემპერატურას არ დაკარგავს, შესაბამისად, ხარჯიც ნაკლები ექნება. იგივე ეხება ქვაბსა და გაყვანილობას.

კიდევ რა შეიძლება გავითვალისწინოთ, რას აქვს დიდი მნიშვნელობა? 

სველი წერტილების რაოდენობასა და მათ მოხმარებას. თუ სახლს/ოფისს, რამდენიმე აბაზანა ან სამზარეულო აქვს, სხვანაირი სისტემა სჭირდება, რომ წყლის ტემპერატურის ცვალებადობის დროს, პრობლემები არ წარმოიშვას. არსებობს სპეციალური ავზი, რომლის დახმარებითაც, ხდება წყლის მოხმარება ერთდროულად, რამდენიმე სველ წერტილზე. მომხმარებელს თავიდანვე აქვს განსაზღვრული გარკვეული ბიუჯეტი და შემდეგ მისი დაკორექტირება როცა უწევს, ცდილობს, მაქსიმალურად დაზოგოს თანხა. თუმცა ეს არც ერთ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს ხარისხის ხარჯზე. ყურადღება უნდა მიექცეს სითბოს დანაკარგს და იმას, თუ როგორ გაუზრდის ან შეუმცირებს, სამომავლოდ, გადასახადს კონკრეტული დეტალის დამატება. ძალიან მნიშვნელოვანია, სწორად შევარჩიოთ მილები, მათი დიამეტრის მიხედვით. მაგალითად, იმ მომენტში ეკონომიის მიზნით, არ უნდა შევიძინოთ ისეთი დიამეტრის მილი, რომელიც ჩვენი ფართისთვის საჭირო რაოდენობის რადიატორებს თანაბრად ვერ გაათბობს. ასეთ დროს მოგვიწევს ტემპერატურის მომატება და საბოლოოდ, უფრო მეტი გადასახადის გადახდა. ასევე, არსებობს ე.წ. მეტალოპლასტმასის კოლექტორული სისტემა, ანალოგიურად, ე.წ. კოლექტორი უნდა იქნას შესაბამისი დიამეტრით შერჩეული. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორად შევარჩიოთ გათბობის ქვაბი, მისი სიმძლავრის არჩევისას, უნდა გავითვალისწინოთ სველი წერტილების რაოდენობა, მათი მოხმარების სიხშირე, ბინის სითბოს დანაკარგი, რადიატორების საჭირო რაოდენობა და ა.შ.  გარდა ამისა, გათბობის ქვაბი რომ ეკონომიური იყოს,  ე.წ. თერმოსტატები უნდა დავაყენოთ. ეს 20-50%-მდე ეკონომიას მოგვცემს. მოკლედ, ასეთი დეტალები აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, როდესაც გათბობის სისტემას ვარჩევთ. და ბუნებრივია, ამ ყველაფერში ჩვენი სპეციალისტები მაქსიმალურად ეხმარებიან მომხმარებლებს.

 

[R]

ამღერებული ლებრონ ჯეიმსი At&t-ის საახალწლო რეკლამაში

LG-ის უახლესი ჭკვიანი მაცივრის კარის გაღება ხმოვანი ბრძანების საშუალებით შეგეძლებათ