in

ზამთარში სითბო, ზაფხულში სიგრილე – ცელსიუსი, კომფორტი ნებისმიერ ამინდში!

თანამედროვე ტექნოლოგიები შესაძლებლობას გვაძლევს, შევქმნათ განსაკუთრებულად კომფორტული მიკროკლიმატი სახლში.

ზამთრის სეზონზე კომფორტული სახლი წარმოუდგენელია სითბოს გარეშე. ჯანდაცვის სპეციალისტები გვირჩევენ, რომ ოთახის ტემპერატურა მინიმუმ +18 გრადუსამდე უნდა გავათბოთ.  კომპანია „ცელსიუსი“ იტალიურ ბრენდ Ariston-ის ექსკლუზიური წარმომადგენელია, რომლის გათბობის ქვაბებმა მთელი მსოფლიოს მომხმარებლებისგან დადებითი შეფასება მიიღო. Ariston იყენებს თანამედროვე სისტემებს მეტი ენერგოეფექტურობისთვის და უზრუნველყოფს უსაფრთხოების უმაღლეს ხარისხს.

არისტონის ცენტრალური გათბობის ქვაბები ორიენტირებულია სწრაფ გაცხელებაზე, გაზრდილ გამძლეობასა და ენერგოეფექტურობაზე. მათი ეკონომიური მოხმარების სისტემები მაქსიმალურად ამცირებს სტანდარტული გათბობის ქვაბის ხარჯებს. შესაბამისი აქსესუარის მიერთებით კი შესაძლებელია სახლის გათბობის კონტროლი დისტანციური მართვით.

ოთახში საჭირო სითბოს შესანარჩუნებლად ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტი გათბობის რადიატორებია. მათი შერჩევა დაფიქრებას  მოითხოვს, რათა უზრუნველვყოთ გათბობის მაღალი ეფექტურობა და ენერგიის მაქსიმალური დაზოგვა.

ზაფხულში მაღალი ტემპერატურა არა მხოლოდ დისკომფორტს იწვევს, არამედ ადამიანის ორგანიზმისთვის სერიოზული ზიანის მომტანიც შეიძლება გახდეს. ამიტომ ცხელ სეზონზე ჩვენი უპირველესი ამოცანა სახლში სიგრილის უზრუნველყოფაა.

მიზნის მარტივად მისაღწევად სახლებისთვის არსებობს როგორც კედლის ინვერტორული სპლიტსისტემები, ასევე პორტატული კონდიციონერები. მოცემული მოდელები განკუთვნილია 80 კვ.მ-მდე ოთახებისთვის. ისინი მუშაობენ 2 რეჟიმში (გაგრილებისა და გათბობისთვის) და წარმოქმნიან ხმაურის მინიმალურ დონეს. მეტი კომფორტისთვის კი შეგიძლიათ, შეარჩიოთ WiFi მართვისთვის მორგებული მოდელები და აკონტროლოთ თქვენი სახლის ტემპერატურა დისტანციურად. ოთახში სუფთა და უსაფრთხო ჰაერისთვის celsiusi.ge -ზე ნახავთ ასევე სხვადასხვა დამატებითი ფუნქციით აღჭურვილ კონდიციონერებს, როგორიცაა იონიზაციის ფილტრი და თვითწმენდის ფუნქცია.

როგორც ხედავთ, celsiusi.ge-ს დახმარებით თქვენს სახლში მუდმივად იდეალური კლიმატი იქნება, თან მის შესანარჩუნებლად მინიმალური ძალისხმევა დაგჭირდებათ!

[R]

McDonald’s-მა ფრჩხილის მოვლის ნაკრები გამოუშვა!

როგორ მივხვდეთ, რომ სამსახურიდან წამოსვლის დროა?