in

გათბობა-გაგრილების კომპანია „ცელსიუსის” ორი ახალი მაღაზია თბილისში

გათბობა–გაგრილების კომპანია „ცელსიუსმა“ მიმდინარე სეზონზე ორი მაღაზია გახსნა. ფილიალები თბილისში, საბურთალოს რაიონში, ალ. ყაზბეგის 46 ნომერში,მეორე კი – დიდუბეში,  წერეთლის 116-ში მდებარეობს.

ცელსიუსის მომხმარებელს, ტრადიციულად, უკვე ამ ფილიალებშიც ელოდება 31 დეკემბრის ჩათვლით საახალწლო ფასდაკლებები.

კომპანიის წარმატებულ ბიზნესს განაპირობებს პროფესიონალთა გუნდი, პროდუქციის მაღალი ხარისხი, მომსახურება და სერვისი. სწორედ ხარისხით, უწყვეტი განვითარებით, ახალ-ახალი, კომფორტული, ენერგოეფექტური და ჭკვიანი ფუნქციებით დატვირთული მოდელები.

ცელსიუსი არისტონის ოფიციალური წარმომადგენელია, პროდუქციასთან ერთად მას მუდმივად შემოაქვს ნაწილები და მუდმივადაა მარაგში.

კომპანიას აქვს საკუთარი ლაბორატორია, რომელიც ასევე დაკომპლექტებულია სერვისზე მომუშავე საუკეთესო გუნდითა და აპარატურით. შესაბამისად, დიაგნოსტირება უსწრაფესად ხდება.

მომხმარებელს შეუძლია, ისარგებლოოს სხვადასხვა ბანკის განვადებით, როგორც ფილიალებში, ასევე  ონლაინგანვადებითაც, რათა მაქსიმალურად მოსახერხებელი გახდეს შეძენა. ცელსიუსს აქვს ონლაინგაყიდვებიც. თბილისის გარდა, ცელსიუსის  მაღაზიები  წარმოდგენილია ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდსა და თელავში.

კომპანია მომავალში კიდევ მეტად გაფართოებას აანონსებს, რათა მაქსიმალურად მოიცვას რეგიონები. თუმცა იმ ქალაქებში, სადაც ამ ეტაპზე არაა ცელსიუსის მაღაზიები, მომხმარებელს არისტონის და სხვა ცნობილი ბრენდების მაღალი პროდუქციის შეძენა, რომლის ექსკლუზიური პარტნიორი  მხოლოდ ცელსიუსია, ჰიპერმარკეტებსა და სხვადასხვა წარმომადგენლებთან შეუძლიათ.

დეტალები იხილეთ ცელსიუსის ვებგვერდზე.

[R]

„დახუჭე თვალები და…ჩაიფიქრე“ – დეველოპერული კომპანია „მეტროპოლის“ ჯადოსნური საახალწლო კამპანია

Fire Production-ის წარმატებული 2023 წელი