16
May
2019

Calvin Klein-ის ახალი სახე კანადელი მსახიობია

16 May 2019

Calvin Klein-ის კამპანიაში ახალი სახე გამოჩნდა. საკუთარი კოლექციის მხარდასაჭერად, ბრენდი, ამჯერად, კანადელ მსახიობთან და მოდელთან, შონ მენდესთან თანამშრომლობს. ამის შესახებ ინფორმაცია ამერიკულმა მოდის სახლმა თავად გაავრცელა და Instagram-ის ოფიციალურ გვერდზე ვიდეორგოლიც გამოაქვეყნა.

 

20 წლის შონ მენდესი ამერიკელ და კანადელ ახალგაზრდებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. როგორც ჩანს, ახლა Calvin Klein-ის სამიზნე აუდიტორია სწორედ ისინი არიან. ბრენდი, ბოლო ერთი წლის მანძილზე, თანამშრომლობდა კენდალ ჯენერთან, ბელა ჰადიდთან და მილენიალებსა თუ თინეიჯერებში ძალიან პოპულარულ მოდელებთან, მუსიკოსებთან, მსახიობებთან.

განხილვა