in

ცირკულარული ეკონომიკის მიდგომებისა და საუკეთესო ინოვაციური ბიზნესპრაქტიკების დანერგვის შესაძლებლობა

ევროკავშირის მხარდაჭერით CENN, საერთაშორისო ორგაზიაცია ICLEI Europe-თან ერთად, იწვევს კახეთის რეგიონსა და აჭარის ა/რ-ში მომუშავე ბიზნესებს, ინდუსტრიული სიმბიოზის ქსელში გასაწევრიანებლად. ქსელის წევრ კომპანიებს საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, ექნებათ შემდეგი შესაძლებლობები:

  • მონაწილეობა გაცვლით პროგრამებში საქართველოში და ქვეყნის ფარგლებს გარეთ;
  • საპილოტე პროექტების დაფინანსების შესაძლებლობა, რომელთა ჯამური ბიუჯეტია 500,000 ლარი;
  • კონსულტაციები ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტებთან ნარჩენების შემცირების, ხელახალი გამოყენებისა და გადამუშავების ინოვაციური გადაწყვეტილებებისთვის;
  • მონაწილეობა ყოველწლიურ ბიზნესსამიტებში, B2B და matchmaking შეხვედრებში და პარტნიორობის ჩამოყალიბება პოტენციურ პარტნიორებთან, კლიენტებთან და ინვესტორებთან;
  • კომპანიის წარმოჩენა სოციალურ/ონლაინმედიაში, სატელევიზიო გადაცემებში, რადიოში და ა.შ.

ვის შეუძლია გაწევრიანება:

  • ჰორეკა სექტორი;
  • საცალო/ საბითუმო ვაჭრობა;
  • მწარმოებლები;
  • ნარჩენების გადამამუშავებლები და ა.შ.

რომელი ნარჩენების ნაკადებია სამიზნე:

  • ბიოდეგრადირებადი;
  • შეფუთვა;
  • სამშენებლო და ნგრევის ნარჩენები.

ინდუსტრიული სიმბიოზი არის ევროკავშირში დანერგილი მიდგომა, რომელიც ეხმარება კომპანიებს ბიზნესპროცესების ოპტიმიზაციაში და უფრო მდგრადი და მეტი სარგებლის მომტანი მიდგომების დანერგვაში.

ცირკულარული მიდგომა = უფრო გონივრულ და მომგებიან ბიზნესს.

შეავსე განაცხადი და შექმნენი უფრო მდგრადი მომავალი.

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 11 აპრილი, 2025 18.00 სთ.

ინდუსტრიული სიმბიოზის ქსელი ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის –  „ცირკულარული ქალაქები და რეგიონები საქართველოში“ ნაწილია, რომელსაც ახორციელებს CENN, ICLEI Europe-თან თანამშრომლობით. პროექტის მიზანია საქართველოში კლიმატ-მედეგობის გაძლიერება და სამართლიანი გარდაქმნის პროცესის მხარდაჭერა ნარჩენების შემცირებისა და ცირკულარული ეკონომიკის დაგეგმვისა და განხორციელების ხელშეწყობის გზით.

[პარტნიორის კონტენტი]

როგორ ზრუნავენ Bolt-ში ხარისხის გაუმჯობესებაზე

უხილავი ადამიანები? — დედამიწის მოსახლეობა არასწორად არის დათვლილი