in

თანამშრომლობა ბიზნეს და სამოქალაქო სექტორს შორის წალკის მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის

ბიზნეს და სამოქალაქო სექტორს შორის თანამშრომლობა საკმაოდ მნიშვნელოვანი დატვირთვის მატარებელია იმ მხრივ, რომ ამგვარ შემთხვევაში ერთიანი ძალებით ხდება იმ გამოწვევების თუ პრობლემების მოგვარება, რომლებსაც ესა თუ ის მუნიციპალიტეტი აწყდება. სწორედ ამან განაპირობა ცოტა ხნის წინ წალკაში შ.პ.ს „კაას ლენდსა“ და CENN-ს შორის ტურიზმის განვითარებისა და გარემოს დაცვის მიმართულებით ორმხრივი ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმება. მათი სურვილია, წალკის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ევროკავშირის ENPARD პროგრამის მიერ მხარდაჭერილი პროექტის “ეს წალკაა” ფარგლებში გააძლიერონ თანამშრომლობა იმისათვის, რომ ხელი შეუწყონ წალკის მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარებას, ბუნებრივი რესურსების ეფექტიანად გამოყენებას, ქვეყნის ეკონომიკის ინკლუზიურ და მდგრად განვითარებას, ბუნებრივი და სოციალური გარემოს გაუმჯობესებასა და სოფლად მცხოვრები მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდას.

BOG
BOG

“კაას ლენდი” და CENN ერთიანი ძალებით შეეცდებიან, განავითარონ ტურისტული პოტენციალი წალკის მუნიციპალიტეტში, განახორციელონ გამწვანების აქციები, გარემოსდაცვითი აქტივობები, ფესტივალების და კულტურული ღონისძიებები და ასევე გააძლიერონ ტურისტული და გარემოსდაცვითი ინსტრუმენტები, რომლებიც დააახლოებს ტურიზმის განვითარების დარგობრივ სტრატეგიებს და ორიენტირებული იქნება მუნიციპალიტეტის ტურისტულ განვითარებაზე.

ინსტიტუტებს შორის შეთანხმების მთავარი მიზანი წალკის მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარებისა და გარემოს დაცვის ხელშეწყობაა. მემორანდუმის ფარგლებში დასახული მიზნის მისაღწევად მხარეები ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში თანამშრომლობის გზით, იზრუნებენ დაშბაშის კანიონის მიმდებარე ტერიტორიის გამწვანებაზე, წალკის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდების დასაქმების, სოციალურ-ეკონომიკური პოტენციალის გაძლიერების და მუნიციპალიტეტში არსებული რესურსების პოტენციალის ოპტიმალური გამოყენების ხელშეწყობაზე. ასევე, ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე წალკის მუნიციპალიტეტის ცნობადობის გაზრდის და დამატებითი ინვესტიციების მოზიდვის მიზნით ჩაატარებენ სხვადასხვა ფესტივალებსა და კულტურულ ღონისძიებებს.

“გვჯერა, რომ გარემოსდაცვითი საკითხების ხელშეწყობისა და მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალის განვითარებისთვის ბიზნესთან ეფექტიანი თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია”, – აცხადებენ CENN-ში.

 

[R]

ეს ომია! Fortnite-ის კამპანია Apple-ის წინააღმდეგ

ძაღლთა თავშესაფრის დასახმარებლად, CARU, „რემაინდერ“ თასმებს ყიდის