in

სამოქალაქო და საჯარო ინსტიტუტების თანამშრომლობა წალკის ადგილობრივი პრობლემების გადასაჭრელად

არასამთავრობო, კერძო და სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის მყარ კომუნიკაციასა და თანამშრომლობას ლოკალურად არსებული პრობლემის მოგვარება, მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდა და მისი მრავალმხრივი განვითარება შეუძლია. გარდა ამისა, ურთიერთთანამშრომლობითა და თანამონაწილეობივი დაგეგმვის გზით ჩნდება შესაძლებლობა, რესურსები ოპტიმალურად გადანაწილდეს და გამოიყენებოდეს. სწორედ ამ მიზნების მიღწევას ემსახურება 27 ივლისს წალკაში ხელმოწერილი სამმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმი. ის ევროკავშირის ENPARD პროგრამის მიერ მხარდაჭერილი პროექტის “ეს წალკაა” ფარგლებში, ორგანიზაცია CENN-ს, წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფსა (LAG) და წალკის მუნიციპალიტეტის მერიას შორის გაფორმდა.

თანამშრომლობის აღნიშული ფორმატი ხელს უწყობს უფრო ინტეგრირებული გარემოს შექმნას, სადაც სხვადასხვა სფეროსა და კომპეტენციის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ეძლევათ, გაუზიარონ ერთმანეთს ინფორმაცია და ხელი შეუწყონ მოსახლეობისათვის მრავალმხრივი განვითარების შესაძლებლობებს.

შეთანხმება ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტისათვის მნიშვნელოვანი ერთობლივი პროექტების განხორციელებასა და წალკის მერიის, როგორც CENN-თან, ასევე წალკის LAG-თან თანამშრომლობას; კერძოდ, ერთობლივი თანამშრომლობით უზრუნველყოფს წალკის LAG-ის მიერ შემუშავებული ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის განხორციელებას, მათ შორის: სოფ. ოზნის მოსახლეობისათვის სუფთა სასმელ წყალზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას. რადგან ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ეს წალკაა“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება მოსახლეობის ინტეგრაცია და მათი გადაწყვეტილების-მიმღებ საქმიანობაში ჩართვის ხელშეწყობაა, აღნიშნული მემორანდუმი ხელს შეუწყობს, მოსახლეობის ინტერესების დღის წესრიგში დაყენებას ადგილობრივ დონეზე ადვოკატირების გზით.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს CENN-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნანა ჯანაშიამ, წალკის მუნიციპალიტეტის მერმა, ილია საბაძემ და წალკის ადგილობრივი  განვითარების ჯგუფის მმართველი საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო წიფიანმა.

აღნიშნული შეთანხმება ევროპული LEADER მიდგომის მნიშვნელოვანი ნაწილია, რაც წალკის LAG-ის  სამოქალაქო-საჯარო და სხვა სექტორებს შორის  თანამშრომლობის გაღრმავებას შეუწყობს ხელს. „ლაგი არის ინსტიტუტი, ორგანიზაცია, რომელიც ერთ-ერთი თუ ერთადერთი არა ძლიერი პარტნიორია მუნიციპალიტეტისთვის, რამეთუ მკვეთრად აუმჯობესებს კომუნიკაციას და სწორ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობას ყველა დაინტერესებული მხარისთვის. ლაგის გაძლიერების მიზანიც ესაა, რომ მუნიციპალიტეტს ყავდეს ძლიერი პარტნიორი ადგილზე, რომელიც წარმატებით განახორციელებს პრაქტიკაში ლიდერის მიდგომას (ქემოდან-ზემოთ პრინციპს), რათა ეროვნულ დონეზე ნაკისრი ვალდებულებების შესრულება იყოს ეფექტიანი და ამავდროულად გაუმჯობესდეს ადგილობრივების ცხოვრების ხარისხი და სოციალურ-ეკონომიკური მგდომარეობა,“ ნანა ჯანაშია, CENN აღმასრულებელი დირექტორი.

„მივესალმები ლაგის არსებობას და ვაცხადებ აღნიშნულ ჯგუფთან თანამშრომლობის მზაობას, წელს უკვე გამოვკვეთეთ 10-მდე ერთობლივი თანამშრომლობის საკითხი და ჩვენ, მერიის პასუხისმგებლობის ნაწილში გააკეთებთ მაქსიმუმს,“ – განაცხადა წალკის მუნიციპალიტეტის მერმა, ილია საბაძემ. 

წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის თავმჯდომარის, ნინო წიფიანის აზრით, მემორანდუმი მეტად თვალსაჩინო მტკიცებულებაა იმისა, რომ წალკის LAG წარმოადგენს თანამონაწილეობრივი დაგეგმვისა და განხორციელების ევროპულ მიდგომაზე დაფუძნებულ გაერთიანებას, რომლის მთავარი მიზანი ადგილობრივი პრობლემების თანამონაწილეობრივი გზით გადაჭრაა: „პოზიტიურად ვაფასებ ევროკავშირის ამ წვლილს და კონკრეტულად ამ მიდგომას, რამეთუ ეს არის მუნიციპალიტეტში ერთადერთი პროექტი, რომელსაც აქვს სათემო მოძრაობის ფორმა-სახე, სადაც ფაქტობრივად, რეალურად მონაწილეობენ ადგილობრივები და რეზულტატებიც არის ხელშესახები“. 

სამმხრივი მემორანდუმის ფარგლებში ჩართული მხარეები 2022 წლის ჩათვლით გააგრძელებენ ადგილობრივ საჭიროებზე ერთობლივად მუშაობას.


პროექტს „ეს წალკაა“ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს CENN, საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან (GFA) და სოფლის განვითარების კვლევით ინსტიტუტთან (Ifls) თანამშრომლობით. 

 

[R]

ანტიპროკრესტინატორული, ჭკვიანი სათვალე, რომელიც აკონტროლებს რაში ხარჯავთ დროს

Tamada – ლაშა ჩხაპელიას მუსიკალური პროექტი, ტრადიციულ ქართულ სუფრას ელექტრონული მუსიკა ამშვენებს