სტატისტიკის მიხედვით, ერთჯერად პლასტმასას ადამიანი, საშუალოდ, 15 წუთის განმავლობაში იყენებს, მის დასაშლელად კი 100 წელზე მეტია საჭირო.
მოდით, დავფიქრდეთ, გვჭირდება კი ის ნივთები, რომლებსაც ყოველდღიურად ვყიდულობთ?
მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებმა უარი ვთქვათ პლასტმასის ერთჯერადი ნივთების გამოყენებაზე და ჩავანაცვლოთ ისინი მრავალჯერადი ალტერნატივებით.
გამოსავალი თითოეულ ჩვენგანშია. ერთჯერადი პლასტმასის გამოყენებაზე უარის თქმით, შემცირდება მოთხოვნა პლასტმასის წარმოებაზე, რაც საბოლოო ჯამში, შეამცირებს უარყოფით გავლენას როგორც ბუნებრივ გარემოზე, ისე ადამიანის ჯანმრთელობაზე.
უყურეთ ვიდეოს, რომლის მიზანია, საზოგადოებას უკეთ დაანახოს პლასტმასის მოხმარების, მისი ნარჩენების გარემოში დატოვების რისკები და მსგავსი ქცევის შედეგად მიღებული პრობლემები. ვიდეო გაჯერებულია ზუსტი მონაცემებითა და ფაქტებით, რათა საზოგადოებისთვის მარტივად აღსაქმელი გახდეს თითოეული გამოწვევა. ამავდროულად, აქვე წარმოდგენილია რეკომენდაციები, რომლებიც პლასტმასას ნარჩენების შემცირებაში დაგვეხმარება.
[R]











