in

გარემოს პლასტმასით დაბინძურების შესახებ შექმნილი პოსტერები თბილისის მეტროებში

ცოტა ხნის წინ თავისუფლების მოედნის მეტროში გარემოს პლასტმასით დაბინძურების შესახებ შექმნილი პოსტერები გამოიფინა. ეს სწორედ ის პოსტერებია, რომლებიც CENN/USAID ნარჩენების მართვის პროექტის და Young Lions Georgia- თანამშრომლობით მომზადდა. გამოფენილი პოსტერები ორიგინალური გზებით მოუწოდებენ საქართველოს მოსახლეობას, პლასტმასის ერთჯერადი მოხმარების ნივთების გამოყენება მაქსიმალურად შეამცირონ და გადადგან ქმედითი ნაბიჯები მათი ჩანაცვლებისკენ.

 

პირველ ჯერზე პოსტერები თავისუფლების მოედნის მეტროში გამოიფინა, თუმცა, ნელნელა ისინი სხვა მეტროებსაც აითვისებენ. მაგალითად, ოქტომბრიდან, საკონკურსო პოსტერების ხილვა მოსახლეობას ახმეტელის თეატრისა და ვარკეთილის მეტროსადგურებშიც შეეძლება.

სათაო ოფისის წარმომადგენლები ბენზინგასამართ სადგურებზე – რომპეტროლის კამპანია

ელექტროსკუტერი Viva ცვალებადი ელემენტით