in

სიახლე თელავში: ჩააბარე The Body Shop-ის ცარიელი შეფუთვა, იზრუნე გარემოზე და მიიღე საჩუქრად ფასდაკლება

საზოგადოებაში ხშირად ისმის აზრი, რომ გარემოზე ზრუნვა აუცილებელია, თუმცა მოქალაქეებმა არ იციან, კონკრეტულად რა ინიციატივები არსებობს, როგორ შეუძლიათ, თვითონაც შეიტანონ წვლილი მსგავს აქტივობებში. ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია რეგიონებში, ამიტომ, თუ გაინტერესებდათ, რა სარგებლობის მოტანა შეგიძლიათ გარემოსთვის, გამოგვყევით – ევროკავშირის მხარდაჭერით, The Body Shop Georgia-სა და CENN-ის საზაფხულო ინიციატივის შესახებ გიამბობთ.

თუ იმყოფებით თელავში, ხართ The Body Shop-ის თავის მოვლის პროდუქციის მომხმარებელი და გამოყენებული, ცარიელი შეფუთვები არ იცით, სად წაიღოთ, ნუ იჩქარებთ მათ ნაგავსაყრელზე გაშვებას, რადგან 6 აგვისტოდან გარემოზე ზრუნვის კიდევ ერთი შთამბეჭდავი ინიციატივა დაიწყო. 

ჯიპისის თელავის ფილიალში, ერეკლე II-ის გამზირზე, განთავსდა სპეციალური რეციკლირების ყუთი, რომლებშიც The Body Shop-ის ცარიელი ბოთლებისა და ქილების ჩაგდება შეგიძლიათ. ეს ნივთები შემდგომ გადაიგზავნება გადამუშავებაზე, რაც ამცირებს პლასტმასის ნარჩენების რაოდენობას და ხელს უწყობს რესურსების გონივრულად გამოყენებას. აღსანიშნავია, რომ ჩაბარებულ შეფუთვებზე მომხმარებელი 30%-იან ფასდაკლებას მიიღებს The Body Shop-ის პროდუქციაზე.

გარემოზე ზრუნვა ერთი პატარა ნაბიჯით იწყება – სწორედ ეს გზავნილი უდევს საფუძვლად კამპანიას, რომელიც მიზნად ისახავს ნარჩენების შემცირებას, გადამუშავების კულტურის გავრცელებასა და მდგრადი ჩვევების დანერგვას მომხმარებლებში. ეს ინიციატივა პირდაპირ ეხმიანება ცირკულარული ეკონომიკის პრინციპებს, რომლის მიზანიცაა პროდუქტებისა და მასალების მაქსიმალურად დიდი ხნით გამოყენება და ნარჩენების მინიმუმამდე დაყვანა. The Body Shop, როგორც სოციალური და ეკოლოგიური პასუხისმგებლობის მქონე ბრენდი, აქტიურად უწყობს ხელს გარემოს დაცვას და მომხმარებლებსაც აძლევს შანსს, გახდნენ ამ პროცესის ნაწილი, მით უმეტეს, რომ ამ ყველაფერთან ერთად, ისინი ბრენდისგან სრულ ასორტიმენტზე ფასდაკლებასაც მიიღებენ. 

გთავაზობთ ინტერვიუს ანაბელა გორელაშვილთან, The Body Shop-ის მარკეტინგის სპეციალისტთან:

M: გვიამბეთ თავად ბრენდზე, როგორია The Body Shop-ის მისია და რით გამოირჩევა ის გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის მიმართულებით? 

ბოდი შოპის უმთავრესი მიზანია პოზიტიური ცვლილებების ხელშეწყობა. ბრენდი ყოველწლიურად იღებს ეკომეგობრულ გადაწყვეტილებებს გარემოს დასაცავად და ქმნის პროდუქტებს, რომლებიც გამდიდრებულია ბუნებრივი ინგრედიენტებით, არ იტესტება ცხოველებზე და გამოირჩევა მდგრადი შეფუთვებით.

M: გაგვიზიარეთ, რას მოიცავს და როგორ The Body Shop-ის შეგროვების სისტემა.

The Body Shop-ის მაღაზიებში მომხმარებლებს შეუძლიათ ცარიელი შეფუთვების ჩაბარება სპეციალურად გამოყოფილ ყუთებში. ცარიელი შეფუთვის დაბრუნების შემთხვევაში, მომხმარებლები სარგებლობენ -25% ფასდაკლებით სრულ ასორტიმენტზე, ხოლო თელავში 30%-იანი ფასდაკლების ვაუჩერს იღებენ.

ამ სისტემის ნაწილია Refill სადგამებიც, რომლის მეშვეობითაც შეგვიძლია, შევამციროთ პლასტმასას გამოყენება, ხოლო მომხმარებლები იღებენ პროდუქტს ნაკლები ღირებულებით. ეს ნაბიჯები ნარჩენების შემცირებასა და ცირკულარული ეკონომიკის განვითარებას უწყობს ხელს.

M: როგორი გამოცდილებაა ამ მიმართულებით თბილისში და რატომ მიგაჩნიათ მნიშვნელოვანად მისი გაფართოება რეგიონებში?

თბილისში ამ პროგრამამ უკვე აჩვენა წარმატება – მომხმარებლები აქტიურად აბარებენ შეფუთვებს. კახეთსა და აჭარაში გაფართოება მნიშვნელოვანია ცნობიერების ამაღლებისა და ეკოინიციატივებში მეტი ადამიანის ჩასართავად. 

The Body Shop დაარსების დღიდან გამოირჩევა მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით. ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულება ეკომეგობრულობაა, ამიტომ გვსურს მდგრადი მოხმარების კულტურის დამკვირდება, რათა უფრო მეტმა ადამიანმა შეიტანოს წვლილი გარმოს დაცვაში.

M: როგორია ბრენდის მოლოდინი აღნიშნულ ინიციატივასთან დაკავშირებით?

ვიმედოვნებთ, რომ ინიციატივა გაზრდის მომხმარებლის ეკომეგობრულობას, შეამცირებს ნარჩენებს და ხელს შეუწყობს მდგრადი მოხმარების კულტურის დამკვიდრებას. გრძელვადიან პერსპექტივაში ეს ნაბიჯები განვითარებაში დაეხმარება როგორც გარემოს, ისე საზოგადოებას და გააძლიერებს ბრენდის, როგორც ეთიკური ლიდერის პოზიციონირებას.

დააბრუნე, გადაამუშავე, გაიმეორე. დიდი ცვლილება პატარა ქმედებით იწყება!

The body Sop-ისა და CENN-ის კამპანია ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „ცირკულარული ქალაქები და რეგიონები საქართველოში“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს CENN, ICLEI Europe-თან თანამშრომლობით.

[R]

OpenAI-მ GPT-5 ჩაუშვა! — ახალი მოდელი ყველასთვის ხელმისაწვდომია

„ბლოქსი ორთაჭალა” – ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!