in

მეგა რეზორტში Central Park Towers პრემიუმ კლასის საერთაშორისო რესტორნები გაიხსნება

Central Park Towers მულტიფუნქციური მეგა რეზორტია, რომელიც ორ 42-სართულიან თაუერს აერთიანებს. „ორბისა“ და „ბლოკის“ ერთობლივი პროექტი თბილისს მსოფლიოს წამყვანი ქალაქების — ლონდონის, პარიზისა და მილანის გვერდით დააყენებს. მშენებლობა 2025 წელს დასრულდება, თუმცა უკვე შეგვიძლია მის საოცარ ინფრასტრუქტურასა და ექსკლუზიურ პარტნიორობებზე საუბარი. ამჟამად პრემიუმ კლასის საერთაშორისო ბრენდის 2 რესტორანზე მოგიყვებით — მიღწეული შეთანხმებით, Chotto Matte და Beefbar სწორედ Central Park Towers-ის კომპლექსში გაიხსნება.

Beefbar

სენ-ტროპეს, ნიუ-იორკის, მიკონოსის, მილანის, პარიზის, ჰონკონგისა და სხვა გამორჩეული ქალაქების შემდეგ, Beefbar-ის პირველი რესტორანი აღმოსავლეთ ევროპაში სწორედ თბილისში გაიხსნება.

Beefbar მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე გამორჩეული, კომფორტული და ელეგანტური სარესტორნო ბრენდია, რომელიც პრემიუმ კლასის სასტუმროებში გამორჩეულად დახვეწილ, საოცარ სივრცეებს ქმნის.

უნიკალური კოსმოპოლიტური კონცეფციით, არაორდინალური საავტორო მენიუთი და გლამურული არქიტექტურული გადაწყვეტებით, Beefbar არღვევს გასტრონომიული სამყაროს ტრადიციებს და სტუმრებს სრულიად ახალ შეგრძნებებსა და გამოცდილებებს სთავაზობს. 

Chotto Matte

ლონდონის, სან ფრანცისკოს, მაიამისა და ტორონტოს შემდეგ, Chotto Matte სტუმრებს Central Park Towers-ში უმასპინძლებს. 

Chotto Matte-ს პირველი ფილიალი ლონდონში, სოჰოში ცნობილმა რესტორატორმა კურტ ზდესარმა 2014 წელს გახსნა. მას შემდეგ რესტორანი დიდი პოპულარობით სარგებლობს მსოფლიოს წამყვან ქალაქებში. Chotto Matte-ში წარმოდგენილია იაპონურ-პერუული ავთენტური სამზარეულოს საუკეთესო მიქსი — ნიკეი. რესტორნის ინოვაციური მენიუ აგრძელებს ნიკეის სამზარეულოს ტრადიციებს და გვთავაზობს ექსკლუზიურ საავტორო კერძებს, რომლებიც იქმნება ჯანსაღი, ახალთახალი პროდუქტებით. აღსანიშნავია, რომ იაპონურ-პერუულ სამზარეულოებს ძალიან რთული და კომპლექსური რეცეპტები აქვს. შესაბამისად, მათი შექმნა ან გამეორება დიდ ძალისხმევასთანაა დაკავშირებული.

როგორც ბრენდის წარმომადგენლები აღნიშნავენ, Chotto Matte გაცილებით, მეტია ვიდრე რესტორანი. აქ განსაკუთრებით ზრუნავენ თითოეულ სტუმარზე და მათთვის დაუვიწყარი გასტრონომიული გამოცდილების შექმნაზე. Central Park Towers კი იდეალურად შეესაბამება ბრენდის ელეგანტურ, ინოვაციურ გამოცდილებას, რაც ასე მნიშვნელოვანია მსოფლიოში განთქმული სარესტორნო ქსელისთვის.

იაპონურ-პერუული რესტორანი შენობის ბოლო სართულზე განთავსდება, საიდანაც თბილისის 360 გრადუსიანი პანორამული ხედი გადაიშლება. „Central Park Towers საქართველოს სტუმარმასპინძლობის სექტორში რევოლუციურ ცვლილებას მოახდენს და დანერგავს სრულიად ახალ სტანდარტს. აღფრთოვანებას ვერ ვმალავ, რომ Chotto Matte იქნება ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე ქვეყნისთვის ამ უმნიშვნელოვანეს ტრანსფორმაციულ პროექტში“, აცხადებს Chotto Matte-ს დამფუძნებელი კურტ ზდესარი.

Block Group-ის გენერალური დირექტორი, თორნიკე ჯანაშვილი პარტნიორობის შესახებ ამბობს: „მოხარული ვართ, რომ ვთანამშრომლობთ ასეთ გამოცდილ და პროფესიონალურ გუნდთან. ჩვენ სრულიად უნიკალურ გამოცდილებას ვქმნით Central Park Towers-ში საკვებისა და სასმლის მიმართულებით და მათგან ერთ-ერთი საუკეთესო იქნება Chotto Matte. ეს უკანასკნელი მთელ მსოფლიოში ცნობილია თავისი ინოვაციური, პრემიუმ სამზარეულოთი და მოხარული ვართ, რომ წამყვანი ქვეყნების შემდეგ თბილისშიც შევძლებთ ამ უნიკალური კულინარიული გამოცდილებით ტკბობას. Central Park Towers-ის საინვესტიციო პორტფელი 300 მილიონი აშშ დოლარია. მიგვაჩნია, რომ Chotto Matte Tbilisi ამ პროექტის გამორჩეული ნაწილი იქნება“.

Central Park Towers

როგორც უკვე გითხარით, Central Park Towers „ორბი ჯგუფისა“ და „ბლოკ ჯგუფის“ ერთობლივი გრანდიოზული პროექტია, რომელიც ყაზბეგის გამზირზე შენდება და მსოფლიოს წამყვან პრემიუმ კლასის ბრენდებს გააერთიანებს. 140 000 კვადრატული მეტრის ფართობის მეგა რეზორტში დაგეგმილია 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო Radisson Blu-ს გახსნა.

მულტიფუნქციურ სივრცეში განთავსდება საქართველოში პირველი მაღალი კლასის ბრენდების შოპინგ მოლი და ყველაზე დიდი კაზინო. ამავე სივრცეში იქნება ინტეგრირებული რეგიონში ყველაზე მასშტაბური ივენთ ჰოლი. თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სივრცე უმასპინძლებს როგორც საქმიან, ისე სპორტულ და გასართობ ღონისძიებებს. კომპლექსში ასევე განთავსდება საქართველოში ყველაზე დიდი ველნეს ცენტრი, პრემიუმ-კლასის ღია და დახურული აუზებითა და ესთეტიკური მედიცინის ცენტრით.

თაუერის ბოლო სართულზე განთავსდება აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე ძვირადღირებული პენტჰაუსები.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, მეგა რეზორტში არსებული საერთაშორისო ბრენდის 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს საინვესტიციო ნომრების შეძენა. 

[R]

Nike-მა „მომავლის ფეხსაცმელები“ შექმნა

Adobe Premiere Pro-ს ახალი AI ფუნქციები ემატება