in

ჩინურმა სათამაშო კომპანიამ აღმასრულებელ დირექტორად ჰუმანოიდი რობოტი დანიშნა

შეიძლება ითქვას, რომ რობოტების მიერ სამყაროს დაპყრობის ნარატივი ტექნოლოგიური განვითარების შთაგონებად იქცა. ჩინური ტექნოლოგიური კომპანია NetDragon-ის განცხადებით, ქალბატონი ტან იუ, ხელოვნური ინტელექტის მქონე ვირტუალური ჰუმანოიდი რობოტი მისი შვილობილი ბიზნესის ახალი აღმასრულებელი დირექტორი გახდა.

Fujian NetDragon Websoft Co Ltd-ის წამყვან რობოტს სამუშაო პროცესის გამარტივება, მუშაობის ხარისხის გაუმჯობესება და შესრულების სიჩქარის გაზრდა დაევალება. „ეს არის ნაბიჯი იმისა, რომ პიონერი კომპანია გავხდეთ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაში, კორპორატიული მმართველობის გარდაქმნისა და ოპერაციული ეფექტურობის მომდევნო დონეზე გადასაყვანად“, — ნათქვამია პრესრელიზში.

იმისათვის, რომ ტან იუმ ადამიან კოლეგებთან ურთიერთობა შეინარჩუნოს, მას შესაბამისი სამუშაო საათები ექნება და ყოველდღიურ ოპერაციებს შეასრულებს. თანაც, მას „ნიჭის განვითარება“ და „ყველა თანამშრომლისთვის სამართლიანი და ეფექტური სამუშაო ადგილის უზრუნველყოფა“ დაევალება.

„ჩვენ გვჯერა, რომ ხელოვნური ინტელექტი არის კორპორატიული მმართველობის მომავალი და ქალბატონი ტან იუს დანიშვნა ცხადყოფს ჩვენს ერთგულებას ამ ტექნოლოგიისადმი. შესაბამისად, გავაგრძელებთ ჩვენი ალგორითმების გაფართოებას Tang Yu-ს ცენტრში, რათა შევქმნათ ღია, ინტერაქტიული და უაღრესად გამჭვირვალე მმართველობის მოდელი. ეს კი მეტავერსზე გადასვლის ეტაპობრივ პროცესს ემთხვევა“, — განმარტავს დოქტორი დეჯიან ლიუ, NetDragon-ის თავმჯდომარე.

წინანდლის მამულში კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალმა აიღო სტარტი

გლობალური ინოვაციების ფორუმი #GIF22, STARMUS, DIGITEC Summit22 და სხვა — ტექნო შემოდგომა სომხეთში