in

რა შეუძლიათ, ისწავლონ დირექტორებმა მათგან, ვისაც მენტალური პრობლემები აწუხებთ?

თუკი თქვენ მენეჯერი/დირექტორი ხართ და ამ სტატიის სათაურს კითხულობთ, ალბათ ცოტათი გეუცნაურებათ ის, თუ როგორ შეუძლია კომპანიის მმართველს, ისწავლოს იმ ადამიანისგან, ვინც მენტალური პრობლემებით იტანჯება.. თუმცა, რეალურად ამ ადამიანებისგან ძალიან ბევრი რამის სწავლაა შესაძლებელი. ყურადღებას კი დირექტორებზე იმიტომ ვამახვილებთ, რომ მაგალითების აღება ამ ადამიანებისგან სწორედ მაღალ პოზიციაზე მყოფი ადამიანებისთვისაა ყველაზე ხელსაყრელი. მაგალითად:

pasha-statiebi
pasha-statiebi

ფსიქიკური მდგრადობა გადარჩენის საწინდარია

მენტალურ დაავადებებს თერაპიებითა და მედიკამენტური მკურნალობით ებრძვიან – რასაც საკმაოდ დიდი დრო სჭირდება. სანამ რეალურ შედეგს დაინახავდეთ, მანამდე არ იცით, ეს ყველაფერი სასიკეთოდ წაგადგებათ თუ არა. ფსიქიკურ დაავადებასთან შეგუებას ფსიქიკური მდგრადობა სჭირდება.

კომპანიის გაძღოლაც დაახლოებით ამ გამოწვევის მსგავსია. სანამ რაიმე წარმატებას არ მიაღწევთ და ხელშესახებ შედეგს არ დაინახავთ, არ იცით, სწორ გზას ადგახართ თუ არა. ამიტომაც, საჭიროა, გწამდეთ თქვენი ხედვის და თქვენ გარშემო მყოფ პროფესიონალებს უსმინოთ. ფსიქიკური მდგრადობა სწორედ ისაა, რაც წარმატებულ ანტრეპრენერებს წარუმატებლებისგან განასხვავებს.

საუკეთესო მას ერგება, ვინც ითმენს

როდესაც მკურნალობის დროს სულ მცირე შედეგიც კი გამოჩნდება, თავს ისე გრძნობთ, თითქოს ჯეკპოტი მოიგეთ. მოთმინება ის მთავარი გასაღებია, რომლითაც სწორედ ამ შედეგამდე მიდიხართ. როდესაც საქმე კომპანიას და მასთან დაკავშირებულ ბრენდს ეხება, საკმაოდ დიდი მოთმინება გჭირდებათ იმისთვის, რომ შედეგი დაინახოთ. თუკი თქვენ ერთგულად გაჰყვებით და იმუშავებთ თქვენი მიზნების მიღწევაზე, სასურველ ფინალს აუცილებლად იხილავთ. მთავარია, არ იჩქაროთ და უნებლიეთ არ დაანგრიოთ ყველაფერი, რასაც დიდი ხნის განმავლობაში აშენებდით.

ჩარჩოებს მიღმა იფიქრეთ, ანდაც სრულიად დაივიწყეთ ჩარჩოები

კრეატიულობა ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია ფსიქიკური დაავადებების მკურნალობის დროს. ისინი, ვინც დეპრესიისგან ან ნევროზისგან იტანჯებიან, მარტივად მიხვდებიან, რასაც ვგულისხმობთ. ასეთ მდგომარეობაში აუცილებელია, საკუთარი თავი რაიმეთი დააკავოთ, ფოკუსირდეთ ყველაფერ პოზიტიურზე და იფიქროთ იმაზე, თუ რა აღგიდგენთ ან შეგმატებთ საკუთარი თავისა და სამყაროს რწმენას.

თუკი გსურთ ეფექტური, წარმატებული ბიზნესი წამოიწყოთ, აუცილებლად უნდა გათავისუფლდეთ ჩარჩოებისგან. აბსოლუტურად ყველა მოცემულობა უნდა განიხილოთ დეტალურად იმისთვის, რომ გაარკვიოთ რა იმუშავებს თქვენი კომპანიისთვის და რა არა. ეცადეთ, მაქსიმალური თავისუფლება მისცეთ საკუთარ თავს, შეიტყოთ მეტი იმ კომპანიების შესახებ, რომლებმაც ჯერ კიდევ ადრეულ პერიოდში სტანდარტულ გზას გადაუხვიეს და სწორედ რომ ექსპერიმენტებით მიაღწიეს წარმატებას. თუმცა, არ დაგავიწყდეთ, რომ აუცილებლად უნდა ენდოთ საკუთარ თავს და იცოდეთ, რა გსურთ. შემდგომ გზას აუცილებლად იპოვით.

წყარო: Inc



კომპოზიტორი ნიკა თხელიძე ვიდეო თამაშისთვის დაწერილ მუსიკას აქვეყნებს

CarBox – ექსკლუზიური სასაჩუქრე ნაკრები ლიცენზირებული ტაქსის მძღოლებისათვის