in

“ცერა თითის სინდრომით” შთაგონებული IKEA–ს კამპანია

IKEA სარეკლამო რგოლებითა და უჩვეულო კამპანიებით ყოველთვის გამოირჩევა ხოლმე. გამონაკლისი არც ადამიანების ყოველდღიური ცხოვრებით შთაგონებული კამპანია “Where life happens” ყოფილა, რომლის ფარგლებშიც ბრენდმა არაერთი საინტერესო წამოწყება შემოგვთავაზა, მაგალითად ისეთი, როგორიც იყოს ასოციაციური პასუხები Google-ში დასმულ უცნაურ კითხვებზე. კამპანია ამით არ დასრულებულა და ამჯერად, ბრენდმა კიდევ ერთი შემოქმედებითი იდეა განახორციელა. 

 

იდეის წყარო “ცერა თითის სინდრომი” გახდა, ანუ უნებურად წამცდარი ხელი არასასურველ რეკლამებზე, რომლებიც ყოველთვის გამაღიზიანებელია ხოლმე. IKEA –მ ისინი გამაფრთხილებელი ბანერებით შეცვალა. მომხმარებლის ინტერესებიდან გამომდინარე, წამცდარი ცერა თითის გამო გახსნილი IKEA–ს რეკლამა ჯერ გეკითხებათ, მართლა გსურთ თუ არა რეკლამის სანახავად გვერდზე გადასვლა და მხოლოდ თანხმობის შემთხვევაში ხსნის მას. ამგვარად, ბრენდმა მომხმარებლის ინტერესებსა და  კეთილგანწყობაზეც იზრუნა და თავისი პროდუქციის კარგი რეკლამაც გააკეთა.

როდესაც სუფთა სასმელი წყალი ფუფუნებაა! – მეთ დეიმონი Stella Artois–ის სოციალურ კამპანიაში

შეცვალეთ დღე გაღვიძებიდან 23 წუთში