CeraVe-მ რეკლამასა და კინემატოგრაფიას ზღვარი კიდევ ერთხელ მოშალა — ახალი კამპანია რომანტიკული კომედიის ფილმის თრეილერად აქცია. რა თქმა უნდა, ის ნამდვილი ფილმი არაა და ხელიც გამოგონილი აქვს: The One Under the Sun. აქ მთავარი გმირი სიყვარულს ეძებს, ჟანრის ტროპები კი ერთმანეთის მონაცვლეობით ჩნდება.
თუმცა აქ ყველაფერი სტანდარტულ სცენარს არ მიჰყვება: როცა ამბობს, რომ „ერთს“ შეხვდა, მისი ნამდვილი სიყვარული დამატენიანებელი კრემი აღმოჩნდება. ის რომანტიკულ თავგადასავალში ეშვება, მეგობრებსა და ოჯახის წევრებსაც კი აცნობს სრულიად მოულოდნელ პარტნიორს…
„გვსურს, ხალხმა უკეთ გაიგოს SPF-ის ყოველდღიური მოხმარების შესახებ. ამისათვის კი სტანდარტულ რეკლამაზე უარი ვთქვით, გვინდოდა, უფრო მოთხოვნადი გზით დავკავშირებოდით საზოგადოებას: YouTube-ის მონაცემებზე დაყრდნობით, ფილმების თრეილერებს უფრო მეტ ყურადღებას უთმობენ, ვიდრე ტრადიციულ რეკლამას“, — აღნიშნავს ადამ კორნბლუმი, CeraVe-ის ციფრული მარკეტინგის გლობალური ხელმძღვანელი.
ასევე, ადამის თქმით, CeraVe მხიარული და, ამავდროულად, სერიოზული ბრენდია. მისი იდენტობა კი სრულად ერგება რომკომის ჟანრს — რომანტიკითა და სახალისო მომენტებით სავსეს.