in

CERN-ის ფიზიკის ლაბორატორია რუსეთთან სამეცნიერო კავშირს წყვეტს

შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში მდებარე ბირთვული კვლევების ევროპულმა ორგანიზაციამ (CERN) რუსეთთან მეცნიერული კავშირი გაწყვიტა. უფრო კონკრეტულად, 23 სახელმწიფოსგან შემდგარმა მმართველმა საბჭომ რუსეთს დამკვირვებლის სტატუსი შეუჩერა. ამრიგად, მისი წარმომადგენლები ღია სხდომებს და დიდ ადრონულ კოლაიდერთან გამართულ დახურულ შეხვედრებს ვეღარ დაესწრებიან.

გარდა ამისა, აღარ შედგება რუსულ ინსტიტუტებთან ახალი თანამშრომლობა, რაც დიდი დარტყმა იქნება ქვეყნისთვის. თუმცა 1 100-ზე მეტი რუსი მეცნიერი, რომელსაც მომხმარებლის სტატუსი აქვს, კვლავ გააგრძელებს CERN-ში მუშაობას.

მართალია, რუსეთი CERN-ის წევრი სახელმწიფო არასდროს ყოფილა, მაგრამ საბჭოთა კავშირის დროს იქაური მეცნიერები ლაბორატორიაში ჯერ კიდევ 1964 წლიდან მუშაობდნენ. ამასთან, ამ ქვეყნის წარმომადგენლები ლაბორატორიაში დიდი რაოდენობის ექსპერიმენტს ატარებდნენ. ისინი წრფივი ამაჩქარებლის (Linac4) შექმნაშიც მონაწილეობდნენ, რომლის მიზანიც წყალბადის უარყოფითი იონების გააქტიურებაა.

საგულისხმოა, რომ იგივე გადაწყვეტილება მიიღო თავისუფალი ელექტრონების ევროპული რენტგენული ლაზერის კვლევითმა დაწესებულებამ (XFEL) და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურმა ინსტიტუტმა, რომელმაც სკოლკოვოს ინოვაციების ცენტრთან 11-წლიანი პარტნიორობა დაასრულა.

როგორც ვხედავთ, მიუხედავად რუსი მეცნიერების დიდი ღვაწლისა, სამეცნიერო ორგანიზაციებს უღირთ, ყველანაირი გადაწყვეტილება მიმდინარე მოვლენებს დაუკავშირონ.

თამაშის დეველოპერებმა უკრაინისთვის 16 საათში მილიონ დოლარზე მეტი შეაგროვეს

ბოდიში ხორცის მოყვარულებს, დაბნეულობისთვის – Burger King-ის კამპანია