in

რატომ გჭირდება სერტიფიკატები და რას გთავაზობს IT აკადემია STEP?

თუ პროფესიული განვითარებით ხარ დაინტერესებული და ახალ შესაძლებლობებს ეძებ, რაც ცოდნის გაღრმავებაში დაგეხმარება და ამასთან, გსურს მიიღო ამის დამადასტურებელ სერტიფიკატიც, ერთხელ მაინც გეტყოდა ვინმე, რომ – “მთავარია თავში რა გაქვს, თორემ ფურცელზე რა წერია, რა მნიშვნელობა აქვს?” ერთი შეხედვით ეს “უწყინარი” წინადადება მოტივაციას უნდა ემსახურებოდეს, თუმცა გარდა სერტიფიკატის უსარგებლობისკენ მითითებისა, ასევე რამდენიმე სხვა აზრთან მოდის წინააღმდეგობაში. მაგალითად თუ თავში ბევრი ცოდნა გაქვს, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ შენი კარიერული წარმატებისთვის მხოლოდ ეს ცოდნაა საკმარისი, მისი სწორად გამოყენებაც, ძალიან კარგად უნდა იცოდე და შეგეძლოს. ალბათ, ბევრს გაგახსენდებათ ვინმე ახლა, ძალიან ჭკვიანი, განათლებული, უაღრესად პატივსაცემი ადამიანი, მაგრამ ამავე დროს არც თუ ისე მაღალი შემოსავლით.

კარგი ფინანსური კეთილდღეობისთვის, ვერც ბევრი სერტიფიკატის ქონა მოგცემს გარანტიას, თუმცა ერთი რამის თქმა, კი ნამდვილად შეგვიძლია, რომ შესაბამისი საგანმანათლებლო ორგანიზაციების მიერ გაცემული ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატები, კარგი სამსახურის მალე პოვნაში გვეხმარება, რაც საერთო ჯამში კარგ ფინანსურ კეთილდღეობასაც უზრუნველყოფს.

21-ე საუკუნის მეოთხედი თითქმის უკვე მიიწურა და დღეს, კარგი დამსაქმებლის პოვნის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება პროფესიული სოციალური ქსელი Liknedin-ია, სადაც გამორჩეულობას, საკუთარ გამოცდილებასთან ერთად, სწორედ შენი სერტიფიკატების მრავალფეროვნება უზრუნველყოფს.

იმისათვის, რომ მალე რეალიზდე, მიღებული ცოდნა მხოლოდ თავში არ დაგრჩეს და პრაქტიკაში მალე გამოიყენო, IT აკადემია STEP საერთაშორისო სასერტიფიკაციო გამოცდებს #სტეპერებისთვის სრულად აფინანსებს.

1997 წელს დაარსებული ორგანიზაცია A Pearson VUE business by Sertiport უზრუნველყოფს IT პროფესიონალების სერტიფიცირებას, რასაც გლობალურ ბაზარზე აღიარებენ ისეთი კომპანიები, როგორებიცაა: SAS, Cisco Networking Academy, Business Professionals of America (BPA) და სხვა. ორგანიზაციასთან, დიდი ხანია რაც უკვე სტეპი თანამშრომლობს და სტეპერებს, საშუალებას აძლევს, რომ  საერთაშორისო სერტიფიცირება, რომლის ღირებულება საშუალოდ 150 აშშ დოლარს შეადგენს – უფასოდ გაიარონ.

სტეპის დაფინანსებით, უკვე 100-ზე მეტმა სტეპერმა მიიღო IT პროფესიონალის სერთაშორისო სერტიფიკატი და საკუთარი ცოდნა გლობალური ბაზრებისთვის ხელმისაწვდომი გახადეს შემდეგ მიმართულებებში:  

  • JAVASCRIPT
  • C#
  • HTML
  • CSS

გარდა პროგრამირებისა, გამომდინარე იქიდან, რომ გრაფიკული დიზაინის მიმართულება, ასევე, ერთერთი ყველაზე მოთხოვნადი და პოპულარული მიმართულებაა სტეპში, ცალკე უნდა აღინიშნოს Adobe-ის სასერტიფიკაციო გამოცდების უფასოდ გავლის შესაძლებლობაც. 

წარმატებულ კურსდამთავრებულებს, IT აკადემია STEP საჩუქრად გადასცემს საგამოცდო ვაუჩერებს Adobe-ის საერთაშორისო გამოცდებისთვის და #სტეპერებს საშუალება აქვთ საერთაშორისო სერტიფიკატი მოიპოვონ შემდეგ მიმართულებებში:

  • ვიზუალურ დიზაინში
  • ვიდეო დიზაინში
  • ვებ-დიზაინში

ამასთან, Adobe-ის საერთაშორისო სერტიფიცირება ერთ-ერთი წინაპირობა იმისა, რომ მონაწილეობა მიიღო გრაფიკული დიზაინის რეგიონულ ჩემპიონატში და საქართველო წარადგინო Adobe-ის მსოფლიო ჩემპიონატზე გრაფიკულ დიზაინში, რომელიც ყოველწლიურად აშშ-ში, კერძოდ ფლორიდაში იმართება. 

შეგახსენებთ, რომ 2023 წლის Adobe-ის დიზანის მსოფლიო ჩემპიონატზე #სტეპერმა მარიამ ბაღათურიამ მეოთხე ადგილი დაიკავა, რის შედეგადაც საქართველო საუკეთესო ხუთეულში მოხვდა.

ასე რომ, თუ გსურს პროფესიულად განვითარდე და საკუთარი კარიერა გლობალურ ბაზარზე განავითარო, ამის შესაძლებლობეს IT აკადემია STEP-ში აღმოაჩენ.

[პარტნიორის კონტენტი]

რამდენად ეფექტურია Super Bowl-ის 30-წამიანი რეკლამები?

Geely Auto – „თეგეტა ჰოლდინგის“ წარმატებული სვლა და 3 თვეში გაყიდული მარაგი