in

CES 2023-ზე ბრენდები მაკიაჟის გასაკეთებლად ინკლუზიურ მოწყობილობებს წარადგენენ

შშმ პირები ტუჩსაცხის წასმას თავადვე შეძლებენ…

2023 წლის Consumer Electronics Show-ზე სილამაზისთვის განკუთვნილი მოწყობილობები კვლავ აქტუალურია. L’Oréal Group და Amorepacific კი ყოველწლიურად გვთავაზობენ ახალ ტექნოლოგიებს. წელს AI-იც ძალიან პოპულარულია, რომელსაც პერსონალიზებული პროდუქტებისა და კომპიუტერული მაკიაჟის აპლიკაციის სახით გვთავაზობენ. 

Amorepacific-მა CES Innovation Award უკვე მეოთხედ მიიღო, ამჯერად კი ორი ახალი პროდუქტის გაშვებისთვის: Authentic Color Master — AI სახის ამოცნობის ტექნოლოგიის გამოყენებით, მომხმარებლებს სახის სკანირების საშუალებას აძლევს, რობოტული მკლავების დახმარებით კი, მას შეუძლია პერსონალიზებული ტონალური კრემი და ტუჩსაცხი შექმნას. ბრენდის მოწყობილობა Cosmechip თქვენზე მორგებულ კანის მოვლის რუტინასაც შემოგთავაზებთ, საშუალებას მოგცემთ, თავად შექმნათ თავის მოვლის პროდუქტები. 

რაც შეეხება L’Oréal Group-ს, იგი მაკიაჟის ავტომატურ აპლიკაციას ორი პროტოტიპით წარმოგვიდგენს. კომპანიის HAPTA მოწყობილობა ტუჩსაცხის აპლიკაციას სთავაზობს იმ ადამიანებს, რომელთაც ხელებისა და მკლავების შეზღუდული მობილობა აქვთ.

L’Oréal-ისთვის სილამაზის მომავალი ინკლუზიურია და ეს მომავალი უფრო ხელმისაწვდომი ტექნოლოგიების საშუალებით გახდება, — აცხადებს ნიკოლას ჰიერონიმუსი, L’Oréal Group-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელი.

კონკრეტული მოწყობილობისთვის ტექნოლოგია Verily-მ შეიმუშავა. პირველად კი იგი სასადილო ჭურჭლისთვის შეიქმნა, რომელიც ავტომატურად ბალანსდება, როცა მას კანკალის ან სხვა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები იყენებენ. 

ამას გარდა, კომპანიამ Brow Magic-იც გამოუშვა — წარბის მაკიაჟის აპლიკაცია. L’Oréal-ის Modiface-ით მომხმარებლები სახეს ასკანერებენ და მათთვის იდეალური წარბის ფორმასა და სისქეს ირჩევენ. შემდეგ კი შეუძლიათ, მოწყობილობის სახესთან ახლოს მიტანა, სადაც იგი წარბის მაკიაჟის კეთებას დაიწყებს. სტარტაპ Prinker-ის ტექნოლოგიის გამოყენებით შექმნილ წარბის მაკიაჟს ჩვეულებრივ მოიშორებთ.

თუმცა ეს უბრალოდ იდეები არ არის, CES-ზე წარმოდგენილი ზოგიერთი პროდუქტი მალე ბაზარზეც გამოვა — L’Oréal Group წელს Lancôme-ის საშუალებით თავის HAPTA მოწყობილობას გახდის ხელმისაწვდომს, Brow Magic კი მასთან ერთად მალე უნდა ვიხილოთ. 

საინტერესოა ისიც, რომ წლების განმავლობაში Amorepacific-ს ბაზარზე CES-ზე წარმოდგენილი პროდუქტები გამოაქვს. მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ Tonework-ის ტექნოლოგიის გამოცდა. L’Oréal Group კი Consumer Electronics Show-ზე 2012 წლიდან წარდგება — ბაზარზე უკვე შეხვდებით 299-დოლარიან YSL-ის ტუჩსაცხს, Neutrogena-ს MaskID სისტემას, რათა საკუთარი სახის ნიღბები შექმნათ და ა. შ. 

როგორ გამოიყენებს ჰოლივუდი გენერაციული AI-ის ტექნოლოგიებს?

ახალი ბალიში ხვრინვას აფიქსირებს და მომხმარებლის თავს ავტომატურად ასწორებს