in

CES 2023-ზე საყურის ფორმის ყურსასმენები წარადგინეს

უკაბელო ყურსასმენების უამრავი ვარიანტიდან მარგალიტის საყურეები გამორჩეულ ადგილს იკავებს და მის გამოყენებას ორი გზით გთავაზობთ, როგორც სამკაული და როგორც აუდიო მოწყობილობა. 

Nova H1 აუდიო საყურეები CES 2023-ზე წარმოადგინეს, როგორც ერთდროულად ფუნქციური და მოდური მოწყობილობა. იგი Directional Sound-ის ტექნოლოგიასაც გამოიყენებს, რომელიც ხმას პირდაპირ თქვენს ყურებს მიაწვდის. ამგვარად, მუსიკას მშვიდად შეგიძლიათ მოუსმინოთ ისე, რომ გარშემომყოფებიც არ შეაწუხოთ. თუ ყური გახვრეტილი არ გაქვთ, არც ამაზე იდარდოთ, რადგან იგი კლიფსის ვარიანტსაც გთავაზობთ. 

თითოეულ საყურეს მოოქრული ან მოვერცხლილი სამაგრი აქვს, რომელიც ღილაკის მსგავსად მუშაობს, რათა აირჩიოთ სასურველი მუსიკა ან უპასუხოთ ზარებს. მეტიც, Nova H1 აუდიო საყურეები Bluetooth 5.2-თან არის თავსებადი, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი სინქრონიზაცია როგორც iOS-ზე, ისე Android-ზეა შესაძლებელი.

როგორც ჩანს, აქ იმასაც აქვს მნიშვნელობა, თუ რა ფერს აირჩევთ — ოქროსფერი ვერსია 3.5 საათი მუშაობს და დასამუხტი ყუთის გამოყენების შემთხვევაში დამატებით 14 საათი მუშაობას გპირდებათ. ვერცხლისფრის შემთხვევაში კი ეს მაჩვენებლები 4 და 16 საათს შეადგენს. რაც შეეხება ფასს, ვერცხლისფერი 595 ევრო, ოქროსფერი კი 695 ევრო ღირს. ახლა კი, დაფიქრდით, რომელი ჯობს?

Polaroid-მა დევიდ ბოუის შთაგონებით ახალი ფირები შექმნა

„რა მშვენიერი დროა სიცოცხლისთვის“ — ახალი რეკლამა მოგვიწოდებს, მეტი ვიცხოვროთ